ქუ­თა­ი­სი-ზეს­ტა­ფო­ნის მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, 32 წლის ექი­მი გუ­ბაზ კორ­ძა­ია ემსხვერ­პლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქუ­თა­ი­სი-ზეს­ტა­ფო­ნის მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, 32 წლის ექი­მი გუ­ბაზ კორ­ძა­ია ემსხვერ­პლა

და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

გუბაზ კორძაიამ ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა. ის ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა. გარდაცვლილს ორსული მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

"ადამიანი ბრუნდებოდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში… ერთი სამსახურიდან მეორე სამსახურში… სახლში ორსული მეუღლე და ორი ბავშვი ელოდებოდა… სულ რამდენიმეჯერ გადავიკვეთეთ საოპერაციოში და ერთად ვიმუშავეთ, მაგრამ შორიდანვე ეტყობოდა კეთილი გულის პატრონობა. წესიერი, მცოდნე, საყრდენი კაცი. ძალიან დადებითი და ნათელი" – წერს ექიმი ილია გოცაძე.

"ამდენი სიყვარულის მოგროვება როგორ მოასწარი, რომ შეშლილი მირეკავს ყველა, მეგობარიც, პაციენტიც და უბრალო ნაცნობიც… გუბაზიკ, ოღონდ ეს არ მომხდარიყო, რამდენ წელს გაჩუქებდით ჩემო ოქრო ადამიანო… უბრალოდ არ უნდა მომხდარიყო" – წერს გარდაცვლილი ექიმის კოლეგა ანა ბოქოლიშვილი.

"გუბაზ, გულის ტკივილი, რომელიც მოიტანა შენმა წასვლამ ჩვენგან, არის აუტანელი… მენანები, არადა რამდენი ოცნებები დაგრჩა აუხდენელი, თბილი და მეგობრული მოგონებები დაგვიტოვე ჩვენო უსაყვარლესო ადამიანო"

"რა ვთქვა უბრალოდ არ ვიცი… გუბაზ, ჩემო უფროსო მეგობარო რა უსამართლოდ მოგექცა ეს ცხოვრება! ჩვენო პოზიტიურო, საიმედო, საამაყო ადამიანო, უშენოდ აღარაფერი იქნება ძველებურად, როგორ გაუფერულდება ჩვენი ყოველდღიურობა უშენოდ… საუკეთესო იყავი და იქნები. არასოდეს დაგივიწყებთ, ყოველთვის დარჩები ჩემთვის ადამიანობის, მეგობრობის, პროფესიანალიზმისა და ოჯახიშვილობის ეტალონად. ვუსამძიმრებ შენს ოჯახს, მთელს სამედიცინო სამყაროს და სრულიად საქართველოს"

"რეალობა, ყველასთვის ვინც გიცნობდა თუ არ გიცნობდა, არის საშინლად მიუღებელი, დაუჯერებელი, გაუგებარი… შენ სულ იქნები!" – წერენ გარდაცვლილი ექიმის მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

"მკურნალის" რედაქცია თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს.

mkurnali.ge