მკვლევარები გამელოტების ახალ მიზეზზე ალაპარაკდნენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკვლევარები გამელოტების ახალ მიზეზზე ალაპარაკდნენ

თურმე ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად ზრდის თმის ცვენის რისკს. დამაბინძურებელი უწვრილესი ნაწილაკები დამღუპველად მოქმედებს იმ ცილებზე, რომლებიც აუცილებელია თმის ღერების ზრდისა და სიმყარისათვის.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერები თმის ფოლიკულებზე მტვრის, დიზელის საწვავისა და სხვა დამაბინძურებელ ნაწილაკთა განსხვავებული კონცენტრაციებით  ზემოქმედებდნენ, შემდეგ კი უჯრედთა ქიმიურ ანალიზს ატარებდნენ.

ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ თმის ზრდის, ფოლიკულების აღდგენისა და რეგულაციისათვის  აუცილებელი ცილა ბეტა-კატენინის დონე საგრძნობლად დაწეული იყო.

როგორც გაირკვა, მტვრისა და ჰაერის  დამაბინძურებელი სხვა ნაწილაკები ნეგატიურ ზემოქმედებას ავლენს თმის ზრდისათვის საჭირო სხვა  სამი ცილის დონეზეც. რაც უფრო დაბინძურებულია ჰაერი, მით უფრო მცირე რაოდენობითაა თმის უჯრედებში აღნიშნული ცილები.

ეს იმას ნიშნავს, რომ სამრეწველო ქალაქებსა და ე.წ მეგაპოლისებში მცხოვრებნი თმის ცვენის რისკჯგუფში არიან.