მოსკოვის ზოოპარკში ჰიტლერის ალიგატორი მოკვდა! - ის ბერლინის აღებასაც კი შეესწრო! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოსკოვის ზოოპარკში ჰიტლერის ალიგატორი მოკვდა! - ის ბერლინის აღებასაც კი შეესწრო!

მეტსახელად სატურნი, რომელსაც ბევრი, შეცდომით ადოლფ ჰიტლერის პირად მხეცად მიიჩნევდა.

მისისიპის ალიგატორი დაიბადა აშშ-ში, დაახლოებით 1936 წელს. მალევე გადასცეს ის ბერლინის ზოოპარკს, სადაც ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა, 1943 წლის 23 ნოემბერს, დედაქალაქის მასიური ბომბარდირების პერიოდში გაიქცა.

სად და როგორ ცხოვრობდა 3 წელი ალიგატორი - უცნობია, ცნობილია ის, რომ 1946 წელს რეპტილია გერმანიის ტერიტორიაზე ბრიტანელმა ჯარისკაცებმა იპოვეს და საბჭოთა მხარეს გადასცეს.

სატურნმა 84 წელი იცოცხლა, რაც მნიშვნელოვნად მეტია იმაზე, რამდენსაც ცოცხლობენ ეს სახეობები ველურ ბუნებაში (მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, 30-50 წელია).

ცნობისათვის, კიდევ ერთი ასეთი დღეგრძელი ალიგატორი ბელგრადის ზოოპარკში ცხოვრობს და მან უკვე 80 წელს გადააბიჯა.

"სატურნი ჩვენთვის მთელი ეპოქაა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ის გამარჯვების შემდეგ მოვიდა ჩვენთან და ჩვენთან ერთად შეხვდა გამარჯვების 75 წლისთავს. მას ბევრი ჩვენგანი ბავშვობიდან ახსოვს" –ნათქვამია მოსკოვის ზოოპარკის განცხადებაში.

რეპტილიას ზოგჯერ ჰიტლერის ალიგატორად მოიხსენიებდნენ, რადგან ის ბერლინში ცხოვრობდა მესამე რეიხის წლებში. თუმცა, ზოოპარკის ადმინისტრაცია უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის ჰიტლერის საკუთარი მხეცი იყო.

მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ალიგატორი თურმე ახალგაზრდულად ღრღნიდა ფოლადის კონსტრუქციებს, ანადგურებდა ბეტონის კედლებს, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ცნობდა თავის მომვლელებს, განასხვავებდა საკვებს და უყვარდა ჯაგრისით მასაჟი.

სატურნის ფიტულს დარვინის მუზეუმში საგანგებო ექსპონატად შეინახავენ! ასეთ პატივს მიაგებენ დამსახურებულ ალიგატორს!

mkurnali.ge