ჯანმრთელობისათვის სასარგებლო 10 პროდუქტი "აგროფაისგან" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობისათვის სასარგებლო 10 პროდუქტი "აგროფაისგან"

ორგანიზმის დაცვის და განკურნების გარანტია.

ახალი და პოპულარული ქართული ბრენდი "აგროფაი" უგემრიელესი და უმაღლესი ხარისხის ჩირეულის, თხილეულის და ტყლაპების მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო 10 პროდუქტს გვთავაზობს, რომელთა მოხმარების შედეგად გავიძლიერებთ იმუნიტეტს, მივიღებთ აუცილებელი ვიტამინების და მინერალების საჭირო რაოდენობას, დავიცავთ თავს სხვადასხვა დაავადებებისაგან და გავაძლიერებთ ორგანიზმს მათთან ბრძოლაში.

mkurnali.geჩიას თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს და ამავე დროს ძალიან მცირე ოდენობით კალორიებს. მის შემადგენლობაში შედის ცილები, მცენარეული ცხიმები, ნახშირწყლები, ომეგა-3, A1, B1, B2, B3, PP, K ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები. ჩიას თესლი ანტიოქსიდატნების წყაროა, რაც აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ჩიას თესლი ხელს უწყობს წონაში კლებას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამაგრებს კბილებსა და ძვლებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას, აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს, არეგულირებს სისხლის სიბლანტეს და ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.

mkurnali.geგოჯი ბერი უძველესი კენკრაა, მისი ისტორია 4000 წელს ითვლის. გოჯი ბერის 40-მდე სახეობა არსებობს, აქედან მხოლოდ ორს: ჩინურს და ტიბეტურს აქვს მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულება. გოჯი ბერი მდიდარია მიკრო და მაკრო ელემენტებით, ამინომჟავით, B1, B2, B6, E, C ვიტამინით.

გოჯი ბერი უზრუნველყოფს: ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენას, კანის გაახალგაზრდავებას, ნერვული სისტემის მოწესრიგებას, სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას, მხედველობის გაუმჯობესებას, წონაში კლებას, ასევე გულსისხლძარღვთა, სიმსივნური და ალცჰაიმერის დაავადებებისაგან განკურნების პროცესის დახმარებას.

mkurnali.geკუსკუსი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და მედიცინაში, იგი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს დიდი რეოდენობით ცილას, მაგნიუმს და ნაკლებ ნახშირწყალებს. კუსკუსი ამცირებს შაკიკის რისკს.

mkurnali.geვარდისფერი იგივე ჰიმალაის მარილი გაჯერებულია საუკეთესო თვისებებით, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. იგი შეიცავს 84 სახის მინერალს და არის იოდიზირებული. ჰიმალაის მარილი აბალანსებს წყლის დონეს ორგანიზმში, ასტაბილურებს PH , კალიუმის და ნატრიუმის ბალანსს, აძლიერებს ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის სწორად ფუნქციონირებისათვის, ზრდის ფერმენტების რაოდენობას, რაც ეხმარება ორგანიზმს უკეთ აითვისოს მიღებული საკვების სასარგებლო თვისებები. ვარდისფერი მარილი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის რესპირატორული პრობლემების წარმოშობას, არეგულირებს ძილს, ხელს უწყობს კუნთის სიმტკიცეს და უკეთ განვითარებას, აფერხებს ასთმის განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს და გამოიყენება როგორც ანტიჰისტამინური საშუალება.

mkurnali.geსელის თესლი გამოიყენება კულინარიაში და მედიცინაში. მასში წარმოდგენილია B2, B3. B4, B5, B6, B9, D, E ვიტამინები, ტოკოფეროლი და ბეტაკარიტინი, მიკრო და მაკრო ელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანიმი, ქრომი, სელენი, ალუმინი, ნიკელი, იოდი, ბორი და თუთა. სელის თესლი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, მასში შემავალი ომეგა-3 მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის სწორი განვითარებისათვის. სელის თესლი მრავალი დაავადების განკურნებას უწყობს ხელს, როგორიცაა : ქრონიკული შეკრულობა, ათეროსკლეროზი, პარატიზული ინვაზია, ღვიძლის და ნაღველის ბუშტის დაავადებები, შარდსასქესო სისტემის ანთებანი, წელის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები. სელის თესლი განსაკუთრებით ქალების ჯანმრთელობისათვის არის სასარგებლო, რადგან შეიცავს ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს, ამცირებს კლიმაქსის გამოვლინებას და არის მკერდის და საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკა. სელის თესლი მშვენიერი პროდუქტია ვეგეტარიენელებისათვის. იგი ასევე ინფარქტის, ინსულტის, მიუკარდიუმის პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა და ხელს უწყობს წონაში კლებას.

mkurnali.geყავისფერი შაქარი მზადდება შაქრის ლერწმისაგან, მას ინდოეთში უძველესი დროიდან მოიხმარდნენ. იგი შეიცავს ორგანიზმისათვის სასარგებლო ნივთიერებებს -რკინას, კალციუმს, კალიუმს და ფოსფორს.

mkurnali.geშავი ბრინჯი პროტეინით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მარცვლეულია, იგი ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში, ასევე ღვიძლში ლიპიდების დაგროვებას. შავი ბრინჯი ხელს უშლის ორგანიზმში ანთებითი პროცესების, ალერგიის და ასთმის განვითარებას და ხელს უწყობს წონაში კლებას.

mkurnali.geშირბახტის თესლი გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტიკაში და მედიცინაში. იგი შეიცავს ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9, მცენარეულ ცილას, A,B,B2 ვიტამინს, ლეციტინს, რკინას. შირბახტის თესლი სასარგებლოა ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის, წონაში კლებისა და ასევე ინფაქტისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის გაძლიერებისათვის.

mkurnali.geწითელი ბრინჯი შეიცავს გამა-ამინოზევან მჟავას და მონოკოლინ - K -ს რითაც არის განპირობებული მისი სასარგებლო თვისებები, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ასევე, მეცნიერული კვლევების თანახმად, წითელი ბრინჯი გულის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს, ამცირებს სიმსივნური უჯრედების წარმოშობას და გულის დაავადებების რისკს, ეფექტურია მეტაბოლური სინდრომის მკურნალობისას.

mkurnali.geკინოა ინკების კულტურაზე უძველესია, მისი ისტორია 6000 წელს ითვლის. იგი შეიცავს B1, B2, B9, E ვიტამინს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალებს, მაგნიუმს, სპილენძს, მანგანუმს და რკინას. კინოა ხელს უწყობს შაკიკის დროს ტკივილის შესუსტებას, ამცირებს კიბოს რისკს, ასტიმულირებს კარგ განწყობას, ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რეკომენდირებულია ცელიაკიას (გლუტეინის აუტანლობა) და კანდიდოზური ინფექციების დროს.

R