ვაზის სასწაული- ყურძნის წიპწის ზეთი "შატო ზეგაანიდან" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაზის სასწაული- ყურძნის წიპწის ზეთი "შატო ზეგაანიდან"

ცნობილი. ბერძნები და იტალიელები დიდი ხნის წინ მიხვდნენ, თუ რა განძი იყო ყურძენში არსებული წიპწა. ისინი უკვე ასწლეულებია ყურძნის წიპწის ზეთს იყენებენ კოსმეტიკასა და კულინარიაში .

ყურძნის წიპწის ზეთის საწარმო "შატო ზეგაანში" საქართველოს მევენახეობის გულში – კახეთში ალექსანდრე ჭავჭავაძის გურჯაანიის რეზიდენციის ისტორიულ ტერიტორიაზეა განთავსებული.

კომპანიის მფლობელები 2 წლის მანძილზე, მთელს ევროპაში სწავლობდნენ ღვინის მიღების შემდეგ ნარჩენი პროდუქტის გადამუშავების გამოცდილებასა და ყურძნის წიპწის ზეთის მიღების მეთოდებს. საბოლოოდ შეჩერდნენ ნედლეულის დამუშავებისა და ერთი დაპრესვით, ცივი დაწნეხვის მეთოდით ზეთის მიღების დაზოგვით ტექნოლოგიაზე. ყურძნის წიპწის ზეთის წარმოება ხდება უნიკალური რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან ,რომელსაც თავისი ტანინებით და შემადგენლობით ანალოგი არა აქვს .ასევე ის კლიმატური პირობები რომელსაც კახეთის რეგიონი და მისი გეოგრაფია განსაზღვრავს .

ყურძნის წიპწების დაპრესვა (დაწნეხვა) მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე. წიპწებს დაწნეხვის წინ არ აქუცმაცებენ. ცივი დაწნეხვისას ზეთში ხდება მისი ყველა იმ სასარგებლო ნივთიერების შენარჩუნება, რომლებიც ფასეულია მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში.

ცივი დაწნეხვით მიიღება გაცილებით ნაკლები რაოდენობის ზეთი, პროცედურა უფრო მეტად ენერგომოცულობითი და შრომატევადია, ვიდრე ქიმიური ნივთიერებების სარგებლობით ცხელი ექსტრაგირების ხერხის გამოყენებისას. გადამუშავების პროცესში გამოიყენება ყურძნის წიპწების გამოშრობის დაზოგვითი ტექნოლოგია. ზეთის გამოწურვა წარმოებს Aგროსოლ-ის ფირმის თანამედროვე ექსპელერებზე, კომპანიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატები .

"შატო ზეგაანი" ღვინის წიპწის ზეთს ყურძნის ჯიშების მიხედვით ამზადებს, რაც ცალკე წითელი და ცალკე თეთრი ყურძნის ჯიშების წიპწების დაწნეხვის საშუალებას იძლევა. ასეთი შეთავაზება მსოფლიოში მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს. ცივად დაწნეხილი ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა.ანთების საწინააღმდეგო, კარდიოპროტექტორული, მიკრობსაწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით, ის არის ეფექტური იმუნომასტიმულირებელი საშუალება . ყურძნის წიპწის ზეთში შედის კომპონენტები ,როგორებიცაა: ტოკოფეროლი(ვიტამინიE), ლინოლენისმჟავა, რესვერატროლი - ხშირად გსმენიათ, რომ ყოველ დღე ერთი ჭიქა წითელი ღვინოს დალევა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ეს კი დიდწილად ყურძენში არსებული ანტიოქსიდანტური ნივთიერების, რესვერატროლოს დამსახურებაა. კვერცეტინი ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული (ღვიძლის დამცავი), სისხლ ძარღვების დამცავი , შარდმდენი, სპაზმოლიტური, ანთების და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით.ფიტოსტერინი რომელიც უხვადაა ყურძნის წიპწაში არის ბუნებრივი წარმოშობის ქიმიკატი, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება ასევე არაქიდონის მჟავა, რომელიც ცნობილია როგორც P ვიტამინი. მისი დღიური მოხმარება შეადგენს 4 მგ, ის აუცილებელია ნორმალური ზრდისა და კანის ეპითელიუმის რეგენერაციისათვის, ინარჩუნებს A ვიტამინის მარაგს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.ყურძნის წიპწის ზეთზე ,ფრანგი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ მოცემული ზეთი თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით C ვიტამინს 18,4-ჯერ აღემატება ხოლო E ვიტამინს 50-ჯერ. მან მოხსნა რეკორდი ყველა მცენარეულ სასალათე ზეთს შორის. ყურძნის წიპწის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ფენოლურ ნაერთებს ,რომელიც მცენარეებში ფილტრის როლს ასრულებს, იცავს ქსოვილს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან ყურძნის წიპწების ზეთის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე, მიღების გზებსა და გამოყენების თავისებურებებზე გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე.

ქალბატონო ლიკა, რა სასარგებლო ნივთიერებებს, ელემენტებსა თუ ვიტამინებს შეიცავს ყურძნის წიპწის ზეთი?

mkurnali.ge

არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ყურძნის წიპწის ზეთს, როგორც კოსმეტიკურ და სამკურნალო საშუალებას, იყენებდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში. მას ასევე მოიხმარდნენ კულინარიაშიც. ცივი გამოწურვის მეთოდით მიღებული წიპწის ზეთის 90 %- ს შეადგენს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთაგან ჭარბობს ლინოლმჟავა - ომეგა 6 (72%) - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება და იგი უნდა მივიღოთ საკვებთან ერთად. წიპწის ზეთი ასევე შეიცავს 1.5%-მდე ტოკოფეროლებს (მათ შორის ვიტ. E- ს), ვიტ Aს. მიუხედავად დაბალი შემცველობისა, წიპწის ზეთში საყურადღებო როლს ასრულებს ფენოლური ნაერთები: რესვერატროლი, ფლავონოიდები, კატექინები, ეპიკატექინები, პოლიმერული პროანტოციანიდინები, ფენოლური მჟავები, გალმჟავა და ანტოციანები.

რა სამკურნალო თვისებები აქვს ყურძნის წიპწების ზეთს?

ცივი დაწურვითის მეთოდით მიღებული წიპწის ზეთი, როგორც დამხმარე საშუალება, გამოიყენება გასტრო-ენტეროლოგიაში, დერმატო-კოსმეტოლოგიაში, სპორტულ მედიცინაში, ენდოკრინოლოგიაში, კარდიოლოგიაში... მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული, ანტითრომბოზული, ჰიპოლიპიდემიური, ანტიკანცეროგენული თვისებები. ბოლოხანს ცოცხალ ორგანიზმზე მოქმედი გარემო ფაქტორებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტებიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ოქსიდაციური სტრესი, რომლის ფონზეც მიმდინარეობს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნური დაავადებები... თუ გავიაზრებთ ყურძნის წიპწის ზეთის ბუნებრივ ანტიოქსიდანტურ (ოქსიდაციური სტრესის გამანეიტრალებელ) თვისებებს, მაშინ უფრო ნათელი ხდება პროდუქტის ზოგადი სარგებელი.

როგორ ხდება მისი მიღება ?

უმჯობესია წიპწის ზეთის მიღება სალათებთან და ცივ კერძებთან ერთად. პროდუქტის ზომიერად მაღალი აალების ტემპერატურა კულინარიაში მის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია თუ არა ბავშვებისთვის ყურძნის წიპწების ზეთის მიღება?

ვინაიდან ზეთს არ აქვს მკვეთრი გემო და არომატი ( სხვა მრავალი მცენარეული ზეთისგან განსხვავებით) ის ზომიერად შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშთა კვებაშიც.

mkurnali.ge

როდის და როგორ ხდება ამ ზეთის გარეგანი გამოყენება?

ომეგა 6 -ის და ვიტამინი E -ს წყალობით, ზეთი ავლენს დამატენიანებელ, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციულ ეფექტს კანზე. მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება დერმატო-კოსმეტოლოგიასა და სპორტულ მედიცინაში .

რამდენად მოქმედებს ზეთის ხარისხზე მიღების ტექნოლოგია?

პრინციპული მნიშვნელობა აქვს ზეთის მიღების ტექნოლოგიას. სწორედ, არა

თერმული და ქიმიური დამუშავებით, არამედ ცივი დაწურვით მიღებული წიპწის ზეთი ავლენს ზემოთ ჩამოთვლილ სასარგებლო თვისებებს და ინარჩუნებს ყველა ვიტამინს და იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა.

შატო ზეგაანის " მიერ წარმოებული ყურძნის წიპწის ზეთი რამოდენიმე თვეა უკვე იყიდება ქსელურ მარკეტებში და კომპანიის ღვინის მაღაზია " რეზერვში" ყურძნის წიპწის ზეთი ჩვენთვის ენდემური პროდუქტი ,რადგან საქართველო იყო დაიქნება ყურძნისა და ღვინის სამშობლო .

R