News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მათი ნახევარი პოსტოპერაციულ პერიოდში ტრადიციული მკურნალობის პარალელურად დღეში სამჯერ ღეჭავდა უშაქრო საღეჭ რეზინს, დანარჩენები კი მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებებით მკურნლობდნენ. აღმოჩნდა, რომ პაციენტები, რომლებიც კევს ღეჭავდნენ, უფრო მალე თავისუფლდებოდნენ აირებისგან და ადრე ეწყებოდათ დეფეკაცია, რაც ნაწლავთა ფუნქციის აღდგენას ადასტურებდა. საკონტროლო ჯგუფის პაციენტებს ოპერაციის შემდეგ 6-7 დღე უწევდათ საავადმყოფოში წოლა, ხოლო მათ, ვინც კევს ღეჭავდა - 4-5 დღე. მედიკოსები დაკვირვების შედეგს ამგვარად ხსნიან: საღეჭი რეზინი ასტიმულირებს იმავე ნერვებს, რომლებსაც საკვები და ხელს უწყობს იმ ჰორმონების გამოსროლას, რომლებიც ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ასე რომ, როდესაც საკვების მიღება შეუძლებელია, საღეჭი რეზინი მის მარტივ და იაფ ალტერნატივას წარმოადგენს. 

 

ლამბლიების გენომი გაიშიფრა

ამერიკელმა ექიმებმა ფართოდ გავრცელებული ნაწლავური ინფექციის - ლამბლიოზის - გამომწვევის გენომი გაშიფრეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ლამბლიოზი ბავშვების 20%-სა და ზრდასრულთა 10%-ს აქვს. მხოლოდ აშშ-ში ყოველ წელიწადს ამ დაავადების ორი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხება. მოზრდილებში ინფექცია ხშირად ფარულად მიმდინარეობს, ბავშვებში კი მას, ჩვეულებრივ, თან სდევს მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა და ფაღარათი. ლამბლიები იწვევენ სანაღვლე გზების დისკინეზიას და შესაძლოა, მძიმე ალერგიულ გამოვლინებამდეც კი მიგვიყვანონ. ლამბლიოზის გამომწვევი, ერთუჯრედიანი უმარტივესი ლამბლია, მასაჩუსეტსში, ვუდს ჰოლის ზღვის ბიოლოგიის ლაბორატორიაში (Marine Biological Laboratory) გამოიკვლიეს. გაირკვა, რომ ლამბლიები იგერიებენ ადამიანის იმუნური სისტემის ყოველგვარ პასუხს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მათი ცილები განუწყვეტლივ იცვლება და მთელ ორგანიზმშია მიმობნეული (მაშინ, როდესაც სხვა პარაზიტებს ისინი ერთ ადგილას აქვთ კონცენტრირებული), ეს კი ლამბლიების ორგანიზმიდან გამოდევნას ართულებს. ექსპერიმენტის მსვლელობისას აღმოაჩინეს რამდენიმე განსაკუთრებული ცილა, რომლებიც შესაძლოა წამლის პოტენციურ სამიზნედ იქცეს. ისინი საგრძნობლად განსხვავდება ადამიანის ცილებისგან, ამიტომ მათზე პოტენციურად მოქმედი მედიკამენტები ადამიანს ზიანს არ მიაყენებს. ვარაუდობენ, რომ ამგვარი მედიკამენტების შექმნა ხელს შეუწყობს ლამბლიოზის მკურნალობის გაცილებით ეფექტური მეთოდების დანერგვას.

 

რისი ბრალია რძის აუტანლობა?

მუტაცია, რომელიც ადამიანს რძის ათვისებაში ეხმარება, ჩვენს ორგანიზმში სულ რამდენიმე ათასი წლის წინათ გაჩენილა - ასეთი დასკვნა გამოიტანა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ნეოლითის ეპოქის სამარხებიდან ამოღებული ჩონჩხების დნმ-ანალიზის შედეგად. დღეს აფრიკელებისა და ევროპელების უმრავლესობა დიდი ძალისხმევის გარეშე ითვისებს რძეს და მის ნაწარმს, მაგრამ ეს თვისება ევროპის მოსახლეობას მხოლოდ ძუძუმწოვარათა უმრავლესობისგან კი არა, არამედ სხვა კონტინენტების მოსახლეობისგანაც განასხვავებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გენური მუტაციები, რომელთა წყალობითაც ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ფერმენტ ლაქტაზის გამომუშავება არ წყდება, ევროპისა და აღმოსავლეთ აფრიკის მოსახლეობაში 3-7 ათასი წლის წინ გავრცელდა, მაგრამ დღემდე გაურკვეველია, ეს სასარგებლო გენეტიკური ცვლილებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადამიანმა მეცხოველეობას მიჰყო ხელი თუ თანამედროვე ადამიანის წინაპრებმა ცხოველები მხოლოდ მას შემდეგ მოიშინაურეს, რაც რძის ათვისების უნარი შეიძინეს. ამის დასადგენად გერმანელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს გერმანიის, უნგრეთის, პოლონეთისა და ლიტვის ტერიტორიებზე აღმოჩენილი ძველი სამარხებიდან ამოღებული დნმ-ს ნიმუშები (ნამარხები 3,8-დან 6 ათას წლამდე ასაკისაა). მუტაცია, რომელიც რძისა და მისი პროდუქტების ათვისებას აადვილებს, არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩენილა. მეცნიერთა თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უძველეს ევროპელებს რძის ნაწარმის მიღება არ შეეძლოთ, შესაბამისი მუტაცია ადამიანის ორგანიზმში მსხვილფეხა ჩლიქოსანი პირუტყვის მოშინაურების შემდეგ გაჩნდა და მალევე გავრცელდა.

 

ფაღარათის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებში

ინგლისში შეიქმნა როტავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა, რომელებიც ასუსტებს ნაწლავური ინფექციის სიმპტომებს და არ იწვევს მძიმე თანამოვლენებს. RotaTek-ის და Rotarix-ის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 130 ათასმა ბავშვმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბავშვებში როტავირუსი მწვავე ნაწლავური ინფექციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როტავირუსული ინფექცია, რომელიც ყველაზე ხშირად 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ, იწყება ტემპერატურის მატებით, ნაწლავთა შებერილობით, ფაღარათითა და განმეორებადი ღებინებებით. ამასთანავე, ახასიათებს ზედა სასუნთქი გზების დაზიანებაც (რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი). როტავირუსული ინფექციის მძიმე ფორმებმა შესაძლოა ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. როტავირუსი ყველგან არის გავრცელებული, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც განვითარებად ქვეყნებში გვხვდება და ყოველდღიურად ათასობით ბავშვის სიკვდილს იწვევს. ვაქცინა როტატეკი კომპანია "მერკმა" ძირეული როტავირუსის გენეტიკური მოდიფიცირების საფუძველზე შეიმუშავა. გამოკვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინაციამ 98%-ით შეამცირა დაავადების მძიმე ფორმების განვითარების რისკი. როტარიქსი "გლაქსოსმიტკლაინის" მიერ არის შექმნილი და ადამიანის დასუსტებულ როტავირუსს შეიცავს. გამოკვლევამ ცხადყო, რომ როტარიქსით ვაქცინაცია როტავირუსული ინფექციის მძიმე ფორმით დაავადების რისკს 85%-ით ამცირებს. ახალი ვაქცინის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია 1999 წელს გაყიდვიდან როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ღოტასჰილდ-ის ამოღებამ, რის მიზეზიც გახდა იშვიათი, მაგრამ საშიში გართულება - ინვაგინაცია (ნაწლავის ჩაჭედვის ერთ-ერთი ნაირსახეობა). ახალშექმნილი ვაქცინების გამოცდისას არ აღრიცხულა არც ინვაგინაცია და არც ნაწლავური გაუვალობის რომელიმე სხვა ფორმა.

 

გენი, რომელიც რძის აუტანლობას იწვევს

ამერიკელმა მეცნიერებმა რძის შაქრის, ლაქტოზის, აუტანლობის გენეტიკური მიზეზი აღმოაჩინეს. მათი თქმით, დარღვევას განაპირობებს დნმ-ს მცირე ნაწილის აგებულების ვარიაციები იმავე ქრომოსომაში, რომელიც ლაქტოზის დამხლეჩი ფერმენტის კოდირებას ახდენს. კალიფორნიის უნივერსიტეტში ამერიკელ და ფინელ მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია 250-მდე ოჯახი, რომლებსაც ლაქტოზის აუტანლობა აღენიშნებოდათ. დნმ-ს ანალიზმა აჩვენა ვარიაციები, რომლებიც სხვებისთვის დამახასიათებელი არ არის. ექიმების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რატომ იწვევს ეს გენები ლაქტოზის აუტანლობას. კვლევამ აჩვენა, რომ ეს დარღვევა ადამიანს მაშინ უვითარდება, როდესაც შეცვლილი გენი ორივე მშობლისგან გადაეცემა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ აღმოჩენის საფუძველზე შეიქმნება კვლევის ახალი, მარტივი მეთოდები - ლაქტოზის აუტანლობის დიაგნოსტიკისთვის სისხლის ანალიზი იქნება საკმარისი. ამჟამად არსებული მეთოდები უფრო რთულია და დიდ დროსაც მოითხოვს. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში რძის შაქრის აუტანლობა აღენიშნება 30-50 მლნ ადამიანს. ლაქტოზის დამშლელი ფერმენტის, ლაქტაზის, უკმარისობისას რძის პროდუქტების მიღება იწვევს გულისრევას, კოლიკას, მუცლის შებერილობასა და ფაღარათს. პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა რძის ნაწარმზე უარის თქმა.