"კოლორ ჯგუფი" მომხმარებლამდე პროდუქტის უსაფრთხოდ მიტანის მიზნით კომპანიებს დალუქულ შეფუთვებს სთავაზობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

"კოლორ ჯგუფი" მომხმარებლამდე პროდუქტის უსაფრთხოდ მიტანის მიზნით კომპანიებს დალუქულ შეფუთვებს სთავაზობს

"კოლორ ჯგუფი" მომხმარებლამდე პროდუქტის უსაფრთხოდ მიტანის მიზნით კომპანიებს დალუქულ შეფუთვებს სთავაზობს
"კოლორ ჯგუფი" ქართულ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე ონლაინ გაყიდვებს აწარმოებენ, პროდუქციის მომხმარებლამდე მეტად უსაფრთხოდ მიტანის მიზნით ახალი ტიპის, დასალუქ შეფუთვებს სთავაზობს. პროდუქციის დაცული სახით ტრანსპორტირება და, შესაბამისად, მსგავსი ტიპის შეფუთვების არსებობა მსოფლიოში COVID19-ის გააქტიურებიდან გამომდინარე ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
შეფუთვისას პროდუქტი თავსდება სპეციალურ პარკში და იკვრება წებოვანა ქაღალდით, რომლის მოხსნის შემდეგ წებოვანა, ე.წ. სტიკერი ტოვებს კვალს. აქედან გამომდინარე, შეკვეთის მიმღები პირი რწმუნდება, რომ შეფუთვა გაუხსნელია და ადრესატამდე მისი მიტანა უსაფრთხოდ განხორციელდა. მსგავსად მიღებული პროდუქტი მომხმარებელში დაცულობის შეგრძნებას იწვევს და
ზრდის კომპანიისადმი მის ლოიალობას.

mkurnali.ge

დალუქვის ეს მეთოდი მთელს მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც ხანგძლივი ტრანსპორტირება უწევს, მსგავსად იფუთება პროდუქტი უბაჟო ვაჭრობის ზონებშიც (duty-free).
სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით, ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვები მხოლოდ საკვები პროდუქტების, სამედიცინო საშუალებების, კომპიუტერული ტექნიკის, მობილური ტელეფონებისა და სხვა საშუალებებზეა დასაშვები, რისი
დალუქვაც მსგავსი შესაფუთი საშუალებით მარტივად და კომფორტულად ხდება. მთავრობის დადგენილების შეცვლის შემთხვევაში, მსგავსი ტიპის შეფუთვებით სარგებლობა სხვა სახის პროდუქტებისათვისაც მარტივადაა შესაძლებელი, მაგ: წიგნები, ტანსაცმელი, აქსესუარები თუ სხვა.
"კოლორ ჯგუფი" წამყვანი მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომლის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას სწორედ ბიზნეს სექტორისთვის პროდუქციის ბრენდირებული შეფუთვებისა და ეტიკეტების წარმოება წარმოადგენს, რასაც 23-წლიანი გამოცდილება, მუდმივი განვითარება და მძლავრი ტექნოლოგიური ბაზა უზრუნველყოფს.

შეფუთვების შესაკვეთად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირი უნდა დაუკავშირდეს "კოლორ ჯგუფს":
• ტელ: 558 111 713, 599 463 060
• Email: info@cologroup.ge
• Facebook: https://www.facebook.com/colorgroup.ge/
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
მოსკოვის ზოოპარკი იუწყება, რომ დაიღუპა მისი კოლექციის ყველაზე ხანდაზმული და დამსახურებული ალიგატორი,
სწორი კვების ორგანიზება, ორგანიზმისთვის საჭირო პროდუქტების მიღება, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის, ასევე სხვადასხვა დაავადებებისაგან
ყურძნისა და ყურძნის წიპწის ზეთის სასარგებლო თვისებები შუა საუკუნეებიდანაა
700+ ექიმი, 45+ კლინიკა, 300+ აფთიაქი, 8 ქალაქი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქობულეთი, თელავი, ახალციხე, რუსთავი)...
"ნიუჰოსპიტალსი" მაღალტექნოლოგიური, გამორჩეული ინფრასტრუქტურის, COVID-19-სგან თავისუფალი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად