მნიშვნელოვანი სიახლე! - ინსულტით დაზიანებულ ტვინში ექსპერიმენტულად მიღებული უჯრედების გადანერგვის შედეგად მოძრაობის ფუნქცია აღდგა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მნიშვნელოვანი სიახლე! - ინსულტით დაზიანებულ ტვინში ექსპერიმენტულად მიღებული უჯრედების გადანერგვის შედეგად მოძრაობის ფუნქცია აღდგა

ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზაალ კოკაია მეტად მნიშვნელოვან სამედიცინო სიხლეს ამცნობს საზოგადოებას და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რა თქმა უნდა, დღეს მთავარი თემა კორონაა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფრი მალე დაიწყებს უკეთესობისკენ სვლას. ჰოდა, ამის ნაწილად მიმაჩნია ჩვენი ახალი სტატია, რომელიც ცნობილ ამერიკულ ჟურნალში PNAS დაიბეჭდა დღეს და აჩვენებს, რომ ადამიანის კანის უჯრედებიდან მიღებული ტვინის ქერქის ნერვული უჯრედები ვირთაგვის ინსულტით დაზიანებულ ტვინში გადანერგვის შემდეგ ნაწილობრივ აღადგენს მოტორულ ფუნქციას და სრულად ინტეგრირდება დაზიანებულ ნერვულ რკალში." – წერს ზაალ კოკაია.

თუ ეს სიახლე ექსპერიმენტიდან ადამიანების ცხოვრებაში გადმოინაცვლებს, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ინსულტის შეუქცევადი ცვლილებებით გამოწვეულ ინვალიდობას და ზოგადად ნერვული ქსოვილების დაზიანებისას განვითარებული შედეგების სტატისტიკას შეცვლის.