ყველა ექიმს ვულოცავთ ექიმთა საერთაშორისო დღეს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველა ექიმს ვულოცავთ ექიმთა საერთაშორისო დღეს!

ისეთი განცდა, როგორიც ახლაა.

ვულოცავთ ყველა ექიმს პროფესიულ დღესასწაულს! განსაკუთრებულად კი ჩვენს ქართველ ექიმებს ვულოცავთ და ვუსურვებთ, რომ ჯეროვნად დაფასებულიყოს მათი შრომა და თავგანწირვა.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ბრძანებდა:

"ექიმობა ღვთივკურთხეული და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური საქმიანობაა. დღესაც მსოფლიოში იგი ყველაზე საპატიო და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ხოლო იქ, სადაც ექიმს არ უჭირავს სათანადო ადგილი და არა აქვს დაფასება, პაციენტს ეკარგება მისდამი ნდობა, რის შედეგადაც, პირველ რიგში, ზარალდება არა ექიმი, არამედ ავადმყოფი და საბოლოოდ - მთელი საზოგადოება".

საზოგადოებაში თეთრხალათიანი ადამიანები პატივისცემას, აღფრთოვანებას და ერთგვარ შიშსაც კი იწვევენ. ექიმს ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ანდობს. ასე რომ, ეს ურთულესი პროფესიაა, რომელიც მოითხოვს ვაჟკაცობას, თავგანწირვას, უმძიმეს შრომას, ცივ გონებასა და ცხელ გულს. და რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ყოველივე ამის შემდეგ ექიმის შემოსავალი დამამცირებლად მცირეა თითოეულ პაციენტზე მის მიერ დახარჯულ ენერგიასთან შედარებით. ცნობისათვის, აშშ-ში ექიმის ხელფასი სპეციალობის მიხედვით 15-დან 43 ათასამდე დოლარია, ევროკავშირის ქვეყნებში კი მედიკოსთა საშუალო ხელფასი 10-20 ათასი ევროა.

ამ ფონზე ქართველი ექიმების ანაზღაურებაზე საუბარი სამარცხვინოა. ექიმი განათლებას იღებს პრესტიჟული სასწავლო დაწესებულების კედლებში. სწავლება ხანგრძლივია - 9-11 წელს მოიცავს. მედიცინის არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას, რომელიც, უპირველესად, ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჩვენს დროში ექიმი და პაციენტი თანამშრომლობენ, აზრებს უზიარებენ ერთმანეთს და თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას მკურნალობის მიმდინარეობაზე. ასეთი ურთიერთობა ურთიერთდახმარებაზე, შეგნებასა და ურთიერთპატივისცემაზე იგება. ექიმის პროფესია ნებისმიერ საზოგადოებაში განსაკუთრებულად პატივსაცემი იყო. მკურნალობა პროფესია კი არა, ცხოვრების წესია. თუ ჩვეულებრივი ადამიანი სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის გმირად ცხადდება, ექიმისთვის ეს ყოველდღიური მძიმე შრომაა. ჰიპოკრატესა და ავიცენას დროიდან სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალა. პროგრესულად განვითარებადი მედიცინა კი წარმოადგენს სხივს, რომელიც ადამიანის სულს იმედით ათბობს. ამიტომ ექიმად ქცევას სჭირდება უამრავი ძალისხმევა, შრომა, დრო, სახსრები და წიგნთან უწყვეტი ურთიერთობა. ექიმების მოღვაწეობა დაკავშირებულია ძლიერ ნერვულ-ფსიქიკურ და ფიზიკურ დაძაბულობასთან, დიდ სოციალურ პასუხისმგებლობასთან, უზარმაზარი მოცულობის სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფლობასთან და მუდმივი რისკის ქვეშ მათი შემოქმედებითად გამოყენების უნართან. ექიმები წარმოადგენენ გამოხატული ალტრუისტული მოტივაციის ჯგუფს. ისინი იზიარებენ პაციენტის განცდებს და ხშირად საკუთარი მატერიალური ინტერესების საზიანოდაც კი ეხმარებიან მათ. ექიმის მუშაობის შედეგებს აქვს უშუალო სოციალური ეფექტი, რომელზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული არა მარტო კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე, არამედ მთელი საზოგადოების სტაბილურობა, რითაც განისაზღვრება ქვეყნისთვის მათი განსაკუთრებული ფასი. იმავდროულად, მათი მუშაობის პირობები, მატერიალური უზრუნველყოფა, კვალიფიკაციის, მორალური სტატუსის ამაღლება პაციენტის თვალში არ შეესაბამება მათ სოციალურ მნიშვნელობას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრივ ნეგატიური და ზოგადად არაკომპეტენტური დამოკიდებულება, დაფინანსების პრობლემა - ყველაფერი ეს განაპირობებს ექიმების სოციალური დაცვის დაბალ დონეს. იმისთვის, რომ ექიმის პრესტიჟის დაცემის ტენდენცია შეუქცევადი არ გახდეს, აუცილებელია მისი სოციალური დაცვის მისაღები მეთოდების განსაზღვრა, ამ დაცვის სუბიექტებს შორის ფუნქციების განაწილება და კონკრეტული ღონისძიებები ყოველივე ამის რეალიზებისთვის. რაც შეეხება ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას: ექიმმა ისე უნდა შეძლოს პაციენტთან კომუნიკაცია, რომ ეს უკანასკნელი თამამად მოუყვეს თავისი დაავადების შესახებ, ინტიმური ხასიათის მომენტების ჩათვლით. ეს აუცილებელია დაავადების განვითარების მექანიზმის დეტალების დასაზუსტებლად. პაციენტი სავსებით უნდა ენდობოდეს ექიმს, რადგან ექიმი ვალდებულია, შეინახოს ავადმყოფის საიდუმლო. როდესაც დაავადება სხვისთვის საშიშია, ექიმი აფრთხილებს პაციენტს საკუთარ ქმედებათა გამო პასუხისმგებლობის შესახებ და ატარებს კონკრეტულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს დაავადების სხვისთვის გადადების თავიდან ასაცილებლად. პაციენტმა ექიმს უნდა მოუთხროს ყველა დეტალი, რაც წინ უძღოდა დაავადების განვითარებასა და გამოვლენას. ამრიგად, პაციენტსა და ექიმს შორის უნდა იყოს გულწრფელი ურთიერთდამოკიდებულება და ადამიანმა ექიმთან საუბრის შემდეგ შვება უნდა იგრძნოს. ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს, როგორ მოიქცეს, ცხოვრების როგორ რეჟიმს მისდიოს და რა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ჩაუტარებს მას. პაციენტისადმი ექიმის გულისხმიერი და თბილი დამოკიდებულება წამალზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ექიმი უნდა თანაუგრძნობდეს ავადმყოფს, ცდილობდეს, ჩასწვდეს მის განწყობას და ყოველი ღონე იხმაროს, რათა შეუმსუბუქოს მდგომარეობა და დაუბრუნოს ჩვეულებრივ ყოფას.