ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" საგანგებო მდგომარეობაშიც აგრძელებს მუშაობას და ახალი ნომერი სულ მალე გამოვა
მაღაზიები. ამიტომ ეჭვქვეშ დადგა ჟურნალ-გაზეთების გამოცემის და გავრცელების საკითხიც. "ოჯახის მკურნალის" რედაქციამ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გადავალთ მუშაობის ახალ რეჟიმზე და მაინც გამოვცემთ მორიგ - აპრილის ნომერს უამრავი სიახლით.
გვინდა გაცნობოთ, რომ ამ ნომერთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ მზა სადეზინფექციო ხსნარი, 200 მლ-იანი შეფუთვით. ეს იდეა გაჩნდა მკითველთა თხოვნით, რომლებიც მოგვმართავდნენ, დავხმარებოდით სადეზინფექციო სითხის შოვნაში მიმდინარე პანდემიის პირობებში.
თუმცა ცალკე ჟურნალის შეძენას - ამ აქციის გარეშეც შეძლებთ.
იმისათვის, რომ ადვილად მიაგნოთ ჟურნალის გაყიდვის პუნქტებს, გაცნობებთ იმ ქსელების ჩამონათვალს, სადაც "ოჯახის მკურნალი" გაიყიდება.
ესენია: გუდვილი, ზღაპარი, მაგნიტი, ნიკორა, ლიდერფუდი, ფრესკო, მარკეტი.