პირველად ისტორიაში ამერიკელმა ექიმებმა პაციენტების ანაბიოზში შეყვანა დაიწყეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველად ისტორიაში ამერიკელმა ექიმებმა პაციენტების ანაბიოზში შეყვანა დაიწყეს

სიკვდილთან მიახლოებულ მდგომარეობაში გადასვლა. ამ დროს სუნთქვა, გულისცემა და სხვა სასიცოცხლო პროცესები იმდენად შენელებულია, რომ მათი აღმოჩენა (დადგენა) მხოლოდ სპეციალური აპარატურითაა შესაძლებელი. ამ მდგომარეობას ანაბიოზი ეწოდება.

ამერიკელმა ექიმებმა დაიწყეს ადამიანების ანაბიოზში ხელოვნურად შეყვანა მათივე სიცოცხლის გადასარჩენად.

როგორ გადაჰყავთ ადამიანი ანაბიოზში?

დიდი ხანი არ არის, რაც ამერიკაში გამოსცადეს ახალი („ინოვაციური“) ტექნოლოგია, რომელიც სწრაფად აციებს (ყინავს) სერიოზული ტრავმების მქონე პაციენტებს, ოპერაციის ჩატარებამდე დროის მოსაგებად.

მერილენდის უნივერსიტეტის ექიმებმა ბალტიმორში პირველად გადაიყვანეს ადამიანები ანაბიოზის მდგომარეობაში. ამის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო წრეებს ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის სიმპოზიუმზე მიეწოდათ.

საკუთრივ პროცესი მოიცავს 10 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურამდე ტვინის სწრაფად გაციებას, პაციენტის სისხლის გაყინული ფიზიოლოგიური ხსნარით შეცვლის გზით. ჩვეულებრივ, ხსნარის შეყვანა უშუალოდ აორტაში, მაგისტრალურ სისხლძარღვში ხდება.

„ექსტრემალური კონსერვაცია და რეანიმაცია“ – ამ ოფიციალური სახელწოდებით ცნობილი პროცედურა აპრობირებული იქნება იმ პაციენტებზე, რომლებმაც მიიღეს კატასტროფული ტრავმები, ემუქრებათ მომაკვდინებელი სისხლდენა ან კიდევ განუვითარდათ გულის ძლიერი შეტევა და უახლოეს პერიოდში ვერ გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვეულებრივ, პაციენტებს, გავრცობილი ინფარქტით ან კიდევ მრავლობითი ჭრილობებით (დაცხრილულებს ან დანით დაჭრილებს), გადარჩენის 5%-ზე დაბალი შანსი აქვთ. ასეთი კატეგორიის გაციება (გაყინვა) გამიზნულია მათი თავის ტვინის აქტივობის დასაქვეითებლად და ფიზიოლოგიურ პროცესთა შესანელებლად. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ქირურგებს მიეცეთ ძვირფასი ათიოდე წუთი ოპერაციის ჩასატარებლად.

ამერიკელთა კვლევის ერთ-ერთი მიზანი თავის ტვინის დაზიანების შემცირებაცაა. შინაგანი ორგანოების დაზიანებითა და სისხლდენით მიმდინარე სერიოზული ტრავმების დროს ხომ პაციენტთა დაღუპვის მიზეზი სწორედ თავის ტვინის მძიმე დაზიანებაა.

აღნიშნული პროცედურის ერთ-ერთი გართულება ის არის, რომ პაციენტის უჯრედები შესაძლოა დაზიანდეს ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის გათბობისა და ანაბიოზიდან გამოყვანის კვალად.

უახლესი ექსპერიმენტების ფარგლებში – 20 ქალისა და მამაკაცის მონაცემები განიხილება: მათ ნაწილს ანაბიოზის მდგომარეობაში გადაიყვანენ, ნაწილს კი გაყინვის გარეშე გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, მონაცემთა შეჯამება 2020 წლისთვის იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი ნარკოზისა და ხელოვნური კომისაგან. ეს ორი უკანასკნელი მანიპულაცია მედიკამენტების დახმარებით ტარდება, მართალია, არსებობს (ცნობილია) გაციების მეთოდითაც ხელოვნური კომის გამოწვევა, მაგრამ ამ დროს ორგანიზმის ზოგადი გაციება პრაქტიკულად გარედან ხდება და არა უშუალოდ გაყინული პლაზმის შეყვანით, რაც პრაქტიკულად ამერიკელი ექიმების სიახლეა.