News
საქართველოში იოდდეფიციტი ენდემურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში ამ ელემენტის ნაკლებობა საკმაოდ ბევრს აღენიშნება. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობის აღსადგენად სპეციალისტები იოდის შემცველ ჰორმონებს იყენებენ, თუმცა, არსებობს საკმაოდ გემრიელი და ტკბილი ბუნებრივი საშუალება, რომელიც ამ ელემენტის დეფიციტს ჰორმონული პრეპარატების გარეშეც შეგივსებთ. ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი ფეიხოასა და თაფლისგან დამზადებული ჯემია.
- ჯემის მოსამზადებლად აიღეთ 1 კგ ფეიხოა, გარეცხეთ და მოაცილეთ თავი და ბოლო. გარეცხილი ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასაში კარგად აურიეთ 1 კგ თაფლი, თუ თაფლი არ გაქვთ, შეგიძლიათ შაქარი გამოიყენოთ, ჯემმა უფრო სასიამოვნო გემო რომ მიიღოს. შემდეგ გადაიტანეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში 1 დღე, მიიღე 1ჩ/კ დღეში სამჯერ. შეგიძლიათ წყალშიც გახსნათ.
შოთა ღ., ასპინძა