სიახლეები

News

News
უნიკალური სისტემა ადამიანს ფეხის პროთეზის შეგრძნების საშუალებას მისცემს შვეიცარიელმა მეცნიერებმა შექმნეს ფეხის პროთეზი, რომელიც ადამიანს პროთეზის მიწასთან შეხების ან მუხლის სახსარში მოხრის შეგრძნების საშუალებას მისცემს. პროთეზი პაციენტის დიდი წვივის ნერვში ჩანერგილი ოთხი ელექტროდის საშუალებით აგზავნის ელექტრულ სიგნალებს. ფეხში ელექტროდები იჭერს თავად პროთეზის სენსორებით გამოშვებულ Bლუეტოოტჰ სიგნალებს (ერთ-ერთი სენსორი განთავსებულია მუხლის არეში, რაც მოხრაზე იძლევა სიგნალს). ჩვეულებრივ, აღნიშნული ნერვი იჭერს ფეხის ქვედა ნაწილიდან წამოსულ სიგნალებს. ეს მექანიზმები გამოიყენეს მეცნიერებმა პროთეზისა და ადამიანის სხეულის ერთმანეთთან შეერთებისას. ახალმა პროთეზმა კარგად იმუშავა სამ პაციენტზე, რომელთაც
ფეხი მუხლს ზემოთ ჰქონდათ ამპუტირებული. ის კიბეზე 30%-ით უფრო სწრაფად ასვლის საშუალებას იძლეოდა და ამცირებდა დაცემის რისკს.

ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პირველად მიაღწიეს ადამიანის სხეულისა და პროთეზის კავშირს მუხლზედა ამპუტაციისას. ამის შედეგად ადამიანები უფრო მარტივად გადაადგილდებოდნენ არასწორ ზედაპირზე, ისე
რომ არ უყურებდნენ ფეხებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტროდების სისტემის აქტივაცია საშუალებას იძლეოდა შეეგრძნოთ ფეხქვეშ კენჭები, წნევა, ვიბრაცია, ჩხვლეტა ფეხის 27 ზონაში. წაბორძიკება აღინიშნებოდა შემთხვევათა მხოლოდ 5%-ში.