News
კონტაქტური ლინზები, რომლებიც უშუალოდ თვალში მუდმივად გამოყოფს წამალს, წვეთების იდეალური ალტერნატივა იქნება. ლინზები გადაჭრის ბადურაში წამლის მიწოდების პრობლემას. ჩვეულებრივ, ბადურას დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება ინიექციები, რაც ბევრი პაციენტებისათვის უსიამოვნოა, ეს კი თერაპიას უშლის ხელს.
ლინზები კი, რომლებიც დექსამეტაზონს (ანთებას ხსნის) უშვებს, გამოირჩევა გამოყენების მოხერხებულობითა და სიმარტივით. ლინზების კვლევები ჩატარდა უვეიტისა და მაკულური შეშუპების მქონე ცხოველებზე. აღმოჩნდა, რომ ლინზები ერთი კვირის განმავლობაში გარანტირებულად ათავისუფლებდნენ პრეპარატს ბადურაში.
ლინზების საშუალებით მიიღწეოდა კონცენტრაციის 200-ჯერ მეტი მაჩვენებელი, ვიდრე ყოველ საათში წვეთის ჩაწვეთებისას. ეფექტურობით კი სრულად შეესაბამებოდა ინიექციებს. მეცნიერები უახლოეს დროში კლინიკური კვლევების დაწყებას გეგმავენ.