News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მომავალში ყველას ექნება ღეროვანი უჯრედების ჩიპი, რომელიც, ფაქტობრივად, შეცვლის სამედიცინო ისტორიას. აღნიშნული ჩიპი გამოიყენება ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად და პერსონალიზებული მედიცინის შესაქმნელად (თითოეული წამალი შეიძლება შემოწმდეს ამგვარ ჩიპზე, ისე რომ ადამიანს ზიანი არ მიადგეს).

ბიოლოგიური თვალთახედვით სისტემა მაქსიმალურად რთულია, ამას გარდა, ის უჯრედების მფლობელის გენეტიკურ ანაბეჭდს ატარებს, რაც ანალიზების მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს.

რადგანაც ღეროვან უჯრედებს სხეულის ნებისმიერ უჯრედად გარდაქმნის უნარი აქვს, ჩიპი ყველანაირი კვლევის ჩატარების საშუალებას მოგვცემს. თავად ჩიპი დამზადებული იქნება დრეკადი პოლიმერისგან. მასში არის მიკროსკოპული არხები, რომლებშიც დამალულია ღეროვანი უჯრედები. როდესაც არხებში ხვდება საკვები ხსნარი, უჯრედები იწყებს განვითარებას, ზრდას და გარდაიქმნება ნებისმიერი სასურველი ორგანოს უჯრედებად. შესაბამისად, ტესტების ჩატარება მათზე რეალურ ორგანოზე ტესტირების იდენტურია. ეს წყვეტს ეთიკურ პრობლემას, გამორიცხავს არაეფექტურ თერაპიას და დაზოგავს დროს. ამგვარი ჩიპის მისაღებად საკმარისია მცირე რაოდენობით სისხლი. მეცნიერებმა უკვე შექმნეს ორგანოები ჩიპზე – ნამდვილი ქსოვილებისა და ორგანოების მიკროსკოპული ასლები. მომავალში ისინი ფარმაცევტულ სფეროში რევოლუციას მოახდენენ.

ამჟამად წამლების 30% ვერ აღწევს კლინიკურ კვლევებამდე, მოხალისეებზე გართულებების მომატებული რისკის გამო. კომპანია ჟოჰნსონ & ჟოჰნსონ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ამახვილებს ყურადღებას ჩიპზე როგორც ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების ალტერნატივაზე.