ვაქცინირებით ჩვენ ვიცავთ როგორც საკუთარ თავს, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფებსაც - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინირებით ჩვენ ვიცავთ როგორც საკუთარ თავს, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფებსაც

იცავს.1 ჩვენთვის ხშირად უცნობია, თუ რა გავლენას ახდენს ინფექციური დაავადებები ჩვენზე და ჩვენს საყვარელ ადამიანებზე. მათ შეიძლება დაგვაყენონ სერიოზული რისკის წინაშე, რომელსაც შეიძლება ფატალური შედეგიც კი მოჰყვეს.2 ვაქცინაცია წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ქვაკუთხედს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაქცინაცია განიხილება, როგორც საუკეთესო, თუ არა ერთადერთი საშუალება, რომლითაც დაცული ვართ სერიოზული ინფექციური დაავადებებისგან, სიცოცხლის ყველა ეტაპზე.3

  • ყოველწლიურად, ვაქცინაცია გადაარჩენს 2-3 მილიონ სიცოცხლეს მძიმე ინფექციური დაავადებებისგან.4
  • ვაქცინაცია განიხილება, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევა.5
  • ვაქცინაციის დანერგვიდან, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა 15-25 წლით და მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის კიდევ ზრდა. ფაქტებით დასტურდება, რომ ინფექციური დაავადებების ვაქცინაციით მართვამ დიდი წვლილი შეიტანა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდაში.6

ვაქცინაციამ შეამცირა ბევრი ინფექციური დაავადების შემთხვევები და გადაარჩინა ადამიანები მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე.

  • მე-20 საუკუნეში, დაავადება “ყვავილმა“ მსოფლიოს მასშტაბით შეიწირა 300 მილიონი ადამიანის სიცოცხლე - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის სრული მოსახლეობა. ეს გამანადგურებელი დაავადება აღმოიფხვრა ვაქცინაციის მეშვეობით.5
  • ვაქცინაციის წყალობით, ჩვენ ვიმყოფებით პოლიომიელიტის ერადიკაციის მიჯნაზე (1988 წლიდან პოლიომიელიტის მაჩვენებელი შემცირდა 99%-ით, მსოფლიოს მასშტაბით 350,000 შემთხვევიდან 2018 წლისთვის 29 დაფიქსირებულ შემთხვევამდე), ხოლო პოლიომიელიტის ვაქცინაციის გლობალურმა ძალისხმევამ 16 მილიონი ადამიანი გადაარჩინა დამბლისგან და დაახლოებით 1.5 მილიონი ბავშვი იხსნა სიკვდილისგან.8
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა ცხრა დაავადების 99%-მდე შემცირება, რომელთა წინააღმდეგ ვაქცინაციის რეკომენდაციას უწევდნენ ათწლეულების განმავლობაში. ასევე დაფიქსირდა სერიოზული გართულებებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების კლება.

ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში ვაქცინაციაზე ეფექტური მხოლოდ სუფთა წყალია.9

  • ბოლო ათწლეულებში,რუტინული მასშტაბური ვაქცინაციის პროგრამების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა დიფტერიის და სხვა საბავშვო დაავადებების შემთხვევების მაჩვენებელი.
  • დიფტერია: ევროპის რეგიონში, 1980 წლიდან 2017 წლამდე დაფიქსირებული, ვაქცინით თავიდან არიდებული დიფტერიით დაავადებების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა (618 შემთხვევიდან 35-მდე).10
  • ტეტანუსი: ევროპის რეგიონში, ვაქცინაციით თავიდან არიდებული ტეტანუსის შემთხვევების მაჩვენებელი შემცირდა 1980 წლის 1,715 შემთხვევიდან 2017 წლის 134 შემთხვევამდე.10
  • B ტიპის ჰემოფილური ინფექცია (HIB): ვაქცინაციის ხელმისაწვდომობამდე 1992 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად დაახლოებით 20,000, 5 წლამდე ასაკის ბავშვი ავადდებოდა მძიმე ფორმის B ტიპის ჰემოფილური ინფექციებით (მათ შორის მენინგიტით) და დაახლოებით 600-მდე ლეტალური შედეგი ფიქსირდებოდა.11 იმ ქვეყნებში, სადაც HIB კონუგირებული ვაქცინები იქნა შეტანილი სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამაში, მკვეთრად შემცირდა ინვაზიური ჰემოფილური ინფექციებით დაავადების შემთხვევები- >90%.12
  • წითელა: დადგენილია,რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვამდე 1963 წელს, ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით წითელათი დაავადება იწვევდა დაახლებით 2.6 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას.
იმუნიზაციისკენ მიმართული აქტივობების ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წითელათი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებაზე:

  • 2000-2017 წლებში, წითელას ვაქცინაციამ დაიცვა დაახლოებით 21.1 მილიონამდე ადამიანი დაღუპვისგან.
  • გლობალურად, წითელათი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, 2000 წლის 545,000 შემთხვევიდან 2017 წლის 110,000 შემთხვევამდე.

ვაქცინაცია ხელს უშლის ინფექციური აგენტებით გამოწვეულ კიბოს ფორმირებას:

  • როგორც დასტურდება ავსტრალიაში გამოცემული უკანასკნელი კვლევების შედეგებით, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (HPV) ვაქცინაციას, HPV -ზე დაფუძნებული სკრინინგის პროგრამებთან ერთად, 2040 წლისთვის შეუძლია შეამციროს ცერვიკალური კიბოს ზოგადი მაჩვენებლები 80%-მდე.3

მრავალი ინფექციური დაავადებების მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების გამოყენებით. თუმცა, ჩვენ ვხედავთ ისეთი ინფექციების რაოდენობის ზრდას, რომელთა მკურნალობა ვერ ხერხდება ანტიბიოტიკებით, ინფექციების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ზრდის გამო. ვაქცინაციის მეშვეობით შეგვიძლია შევამციროთ ინფექციური დაავადებების გავრცელება და რეზისტენტული შტამების განვითარების პროცესი14.

მიუხედავად კარგი ამტანობისა და ეფექტური ვაქცინების ხელმისაწვდომობისა, ჩვენ მაინც ვაწყდებით მძიმე ინფექციური დაავადებების ეპიდემიას არავაქცინირებულ ან არასრულად ვაქცინირებულ მოსახლეობაში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ არის დაცული ვაქცინით მართვადი დაავადებისგან, არის დაინფიცირების და დაავადების გავრცელების რისკის ქვეშ.

ვაქცინირებით ჩვენ ვიცავთ როგორც საკუთარ თავს, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფებსაც და ხელს ვუშლით ინფექციური დაავადებების გავრცელებას. ეს მოვლენა ცნობილია „პოპულაციური იმუნიტეტის“ სახელით და წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობაში ვაქცინაციის უპირატესობისა და სარგებლის კიდევ ერთ მაგალითს.

1. Rappuoli R, Pizza M et al. Vaccines, new opportunities for a new society. 2014, Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America, Vol. 111, pp. 12288-12293.

2. Andre FE, Booy R, et al. 2, s.l.: Vaccination greatly reduces disease, disability, death and inequity worldwide. WHO. Bulletin of the World Health Organization, 2008, Bulletin of the World Health Organization, Vol. 86, pp. 81-160.

3. CDC. Centers for Disease Control and Prevention. Understanding How Vaccines Work. [Online] 2016. [Cited: 26 September 2017.] https://www.cdc. gov/vaccines/hcp/conversations/downloads/ vacsafe-understand-color-office.pdf.

4. WHO. Better supply systems key to reach all children with life-saving vaccines [Online] April 2013. [Cited: February 8, 2019 https://www.who.int/mediacentre/news/releases/2013/world_immunization_week_20130418/en/

5. Balding B. Mandatory Vaccination: Why we still got to get folks to take their shots. [Online] April 2006. [Cited: February 2019] https://dash.harvard.edu/bitstream/handle/1/8852146/Balding06.html?sequence=2

6. Philipson T, Snider JT et al. The Social Value of Childhood Vaccination in the U.S. Am J Manag Care. 2017; 23 (1) :41-47.

7. Vaccines Today. What is Herd Immunity? [Online] 2015. [Cited: 20 November 2017.] https://www. vaccinestoday.eu/stories/what-is-herd-immunity/

8. WHO. Chapter 1: Smallpox. Bugs, Drugs and Smoke. 2011: 5.

9. 6 WHO. Poliomyelitis Factsheet. [Online] April 2019. [Cited: February 2019] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs114/en/

10. 7 Andre FE, Booy R et al. Bulletin of the World Health Organization: Vaccination greatly reduces disease, disability, death and inequity worldwide. [Online] 2008 [Cited January 2018] http://www.who.int/bulletin/volumes/86/2/07-040089/en/

11. 8 WHO. Global and regional immunization profile. [Online] September 2018. [Cited 5 February 2019] http://www.who.int/immunization/monitoring_surveillance/data/gs_eurprofile.pdf?ua=1

12. 9 CDC. CDC National Vaccine Program Office: Vaccines Factsheet. [Online] 2017. [Cited: November 20, 2017.]https://www.orau.gov/cdcynergy/web/im/Content/activeinformation/resources/IM_what_would_hpn.pdf WHO. Weekly epidemiological record No. 39 [Online] 2013 [Cited February 2018]ttp://www.who.int/wer/2013/wer8839.pdf?ua=1

WHO. Measles Factsheet. [Online] 29 November 2018. [Cited 5 February 2019]. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs286/

13. Smith MA and Canfell K. Projected impact of HPV vaccination and primary HPV screening on cervical adenocarcinoma: Example from Australia. Papillomavirus Research, 2017, 3: 134-141.

SPKZ.OTHE.20.02.0007a