ქართველი ექიმი იტალიაში - ყველამ საზოგადოებრივი თვითშეგნება უნდა გამოიჩინოს და თუ აქვს სიმპტომები, იზოლირებულად უნდა იყოს და იმკურნალოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართველი ექიმი იტალიაში - ყველამ საზოგადოებრივი თვითშეგნება უნდა გამოიჩინოს და თუ აქვს სიმპტომები, იზოლირებულად უნდა იყოს და იმკურნალოს

დავით მათიაშვილი იტალიაში ქალაქ ბერგამოს ერთ-ერთი წამყვან საავადმყოფოს ბავშვთა კარდიოლოგია. ამჟამად ქართელი ექიმი ბერგამოს გვერდით, მილანში ცხოვრობს. რა ვითარებაა ამ 2 ქალაქში კორონავირუსის გავრცელების მხრივ - ამაზე ქართველი კარდიოლოგი mkurnali.ge-სთან ისაუბრებს.

- საქართველოში ჩამოდიოდნენ ხოლმე იტალიელი ექიმები, რომლებიც ახალშობილებსა და ბავშვებს ღია გულის ოპერაციებს უკეთებდნენ. მაშინ ახალი დამთავრებული მქონდა უნუვერსიტეტი და ძიებაში ვიყავი, რა მიმართულებით წავსულიყავი. დავიწყე მათ ოპერაციებზე სიარული, დავინტერესდი, გავიცანი, დავუმეგობრდი, გავარკვიე როგორ წამოვსულიყავი იტალიაში და წამოვედი.

თავდაპირველად 4 თვე ვიმუშავე რომში, ერთ-ერთ ყველაზე მაგარ კლინიკაში "ბამბინო ჯეზუ" (რაც ნიშნავს "ბავშვი იესო" ), ვატიკანის საავადმყოფოა. შემდეგ მილანის ბიკოკას უნივერსიტეტში გავიარე მასტერის პროგრამა კარდიოქირურგიაში, კარდიოანესთეზიასა და კარდიოლოგიაში და ბერგამოს "პაპა ჯოვანის" კლინიკაში, დავიწყე კარდიოქირურგიაში პრაქტიკანტობა. მასტერი ერთწლიანი იყო, მაგრამ დამიტოვეს, უკვე მესამე წელია აქ ვარ. უკვე რამდენიმე კვლევა ჩავატარე და საკმაოდ პრესტიჟული პრიზებიც მოვიგე.

- კორონავირუსი, მანდაც მთავარი ნიუსია ალბათ, თქვენც გყავთ ასეთი პაციენტები?

- მე თვითონ, როგორც კარდიოქირურგს არ მიწევს, მაგრამ ჩვენი კლინიკიდან, ჩემი მეგობრები, მუშაობენ კორონავირუსზე, ახლა ასეთი 200-ზე მეტი პაციენტია აქ. ყველა მათგანი ცალკე ფრთაშია იზოლირებული. ვინც მძიმედაა, რეანიმაციაში ყავთ, იზოლირებულ ბოქსებში, სადაც დაბალი წნევაა და ჰაერი კი არ გამოდის, მხოლოდ შედის. აქედან გამომიდნარე ვირუსის გავრცელების შანსი ფიზიკურად არ არსებობს. დეპარტამენტში, სადაც ისინი მკურნალობენ, შესვლა-გამოსვლას თავის პროტოკოლები აქვს, ოთახში მხოლოდ ორმაგი ნიღბებით, კოსტიუმებით შედიან მათთან ანესთეზიოლოგები, მედდები... ერთმანეთს 8 საათში ერთხელ ეცვლებიან. პროტოკოლი აქვთ, რომელსაც მკაცრად იცავენ _ თავისი შხაპით, პეციალური გამოსაცლელი ოთახებით, რომელშიც მერე დეზინფიცია ტარდება, ანუ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა.

- საავადმყოფოს გარეთ, მილანსა და ბერგამოში რა სიტუაციაა?

- ლომბარდიის რეგიონს ეკუთვნის ორივე ქალაქი, - ბერგამო მილანის გვერდითაა. მილანსა და ბერგამოში შემთხვევები ნაკლებადაა. გარშემო პატარ-პატარა სოფლებში ფიქსირდება შემთხვევები, მაგრამ პაციენტების აღრიცხვა ხდება იქ, სადაც ისინი მკურნალობენ. აქედან გამომიდნარე, ბერგამოზე (აქ 2 საავადმყოფოა) დღეის მონაცემებით 424 პაციენტი მოდის.

იტალიელებიც და ქართველებიც ემოციური ხალხი ვართ, ამიტომ რა გასაკვირია, რომ მაღაზიების დაცლის სტადია აქაც გაიარეს. ვისაც პატარა სურდო ჰქონდა ყველა საავადმყოფოს მოაწყდა, რიგები იდგა, რამაც ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო.

ტურისტებიც აღარ დადიან.... მარტო რესტორნები მუშაობს, სადაც მხოლოდ მაგიდაზე მომსახურება შეიძლება, ბარები, კლუბები - არა. ჩრდილოეთ იტალიაში ლომბარდიასა და სხვა ქალაქებში სრულიად გაუქმებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ფეხბურთის ჩემიონატი იყო ერთ-ერთი მთავარი მიმოხილვის საგანი და გადაწყვიტეს რომ მილანსა და ახლო ქალაქებში თამაშები ცარიელ სტადიონებზე ჩატარებულიყო, სახლებიდან, უგულშემატკივრებენ, ტელევიზორების წინ, სხვა რეგიონებში კი ჩვეულებრივად ითამაშებენ. იტალიელები არ არიან პროტოკოლის ხალხი, ჩვენსავით, ყველა მითითება ზედმიწევნით რომ შეასრულონ, მაგრამ ...

- ახლობელი მილანის მეტროში მუშაობს და მითხრა მეტრო ფაქტობრივად ცარიელიაო.

- საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრები მართლაც საგრძნობლადაა შეთხელებული, იმიტომ რომ სამსახურებმა დაითხოვეს თანამშრომლები. სკოლები, უნივერსიტეტები არ მუშაობენ. რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, მაგრამ თვითიზოლაციაშია. ისეთი სიტუაცია არაა, ყველა საავადმყოფოში რომ დაწვეს, თუ არ აქვთ მძიმე სიმპტომები, სახლში არიან თვითიზოლაციაში, უმეტესწილად. ყველამ საზოგადოებრივი თვითშეგნება უნდა გამოიჩინოს და თუ აქვს სიმპტომები იზოლირებულად უნდა იყოს და იმკურნალოს.

- არ გეუბნებიან რომ იტალიელს ჰგავხართ?

- იტალიელები და ქართველები ჰგვანან ერთმანეთს. სკოლა, რომლითაც მე აქ დავიწყე კარიერა, ბევრ ქართველ ექიმს აქვს გამოვლილი. ვინც დააარსა, მის ოჯახს ძალიან უყვარს ქართველები. რამდენიმე კვლევას ვატარებ, იმედია კორონავირუსი ხელს არ შეგვიშლის. მინდა საქართველოში ჩამოვიტანო გულ-ფილტვის ხელვნური სისხლის მიმოქცევის აპარატი.

ეკა სალაღაია