კოლაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოლაჟი

ღრმა ვენების თრომბოზი ხშირად ემართებათ მათ, ვისაც საათობით უწევს ფრენა. ასეთ ადამიანებს ექიმები ურჩევენ, თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით მიიღონ მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას, ხოლო ფრენის შემდეგ ჩაიცვან ელასტიკური წინდები და აკეთონ სპეციალური ვარჯიშები წვივის კუნთებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. შესაძლოა კიბოს პირველი ნიშანი იყოს.

გაზიანი სასმელები და პოდაგრა

მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების უხვი სმა პოდაგრის განვითარების ალბათობას ზრდის. მათი აზრით, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ფრუქტოზა, რომელსაც გამაგრილებელი სასმელები შეიცავს. პოდაგრული ართრიტი ანუ პოდაგრა ანთებითი დაავადებაა, რომე-ლსაც სახსრებში შარდმჟავა მარილების ჩალაგება იწვევს. პოდაგრა უმეტესად ფეხის თითებს აზიანებს. მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობა, ჭარბი კვება, ერთგვაროვანი რაციონი, რომელიც უმთავრესად ხორციანი კერძებისგან შედგება, ალკოჰოლიანი სასმელების (განსაკუთრებით - ლუდის და ღვინის) უხვი სმა, ცხოვრების ჰიპოდინამიური რეჟიმი. არცთუ იშვიათად დაავადება თირკმლის უკმარისობისა და სისხლის დაავადებების ფონზე ვითარდება.

წინათ პოდაგრა არისტოკრატების დაავადებად მიიჩნეოდა, დღეს კი ის სხვადასხვა სოციალურ წრეშია გავრცელებული.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აშშ-ში პოდაგრით ავადობამ ორჯერ და უფრო მეტად მოიმატა. ავადობის მატება დაემთხვა გაზიანი სასმელების მოხმარების მატებას და როგორც გამოკვლევის შედეგები ადასტურებს, ეს კავშირი შემთხვევითი არ არის. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 46 ათასმა ამერიკელმა მამაკაცმა (ექიმებმა, ვეტერინარებმა, სანიტრებმა და ფარმაცევტებმა), რომლებსაც ადრე პოდაგრა არ ჰქონიათ. 12 წლის განმავლობაში მკვლევარები რეგულარულად აკვირდებოდნენ მათი ცხოვრების წესს, კვების რეჟიმსა და დიეტურ ჩვევებს. ამ ხნის მანძილზე პოდაგრის შეტევები 755 ადამიანს გამოაჩნდა. მეცნიერთა დასკვნით, პოდაგრის განვითარების რისკს პირდაპირი კავშირი აქვს გაზიანი სასმელის მოხმარებასთან და დამოკიდებული არ არის სხეულის მასაზე, ალკოჰოლის მიღებასა თუ დიეტის სხვა თავისებურებებზე.

მამაკაცებს, რომლებიც დღეში 2 ქილა გაზიან სასმელს მაინც სვამდნენ, პოდაგრის შეტევები 85%-ით უფრო ხშირად ემართებოდათ, ვიდრე მათ, ვინც გაზიან სასმელს თვეში მხოლოდ ერთხელ სვამდა. ყოველდღიურად ერთი ულუფა გაზიანი სასმლის მიღება პოდაგრის რისკს 45%-ით ზრდიდა.

მეცნიერები ამ კანონზომიერების მიზეზად მიიჩნევენ ფრუქტოზას, რომელსაც გაზიანი სასმელების წარმოებისას იყენებენ. ცნობილია, რომ ამ ნახშირწყლის ორგანიზმში მოხვედრისას სისხლში იმატებს შარდმჟავა მარილების ოდენობა.

 ოსტეოქონდროზის მკურნალობის ახალი მეთოდი

მანჩესტერის უნივერსიტეტში მალათაშორისი დისკების ღეროვანი უჯრედებით აღდგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. ღეროვანი უჯრედები ავადმყოფის ძვლის ტვინიდან მიიღება. მალათაშორისი დისკები ბიძგების ამორტიზებას ახდენს და დატვირთვას ხერხემალზე თანაბრად ანაწილებს. ასაკთან ერთად მათი სტრუქტურა იცვლება: დრეკად ქსოვილს თანდათანობით ხისტი კოლაგენური ბოჭკოები ენაცვლება, რაც მძიმე დაავადებებს - ოსტეოქონდროზსა და მალათაშორისი დისკების თიაქარს - განაპირობებს.


მკვლევარებმა გადაწყვიტეს, დისკისთვის ადრინდელი დრეკადობის დასაბრუნებლად გამოეყენებინათ ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც უნარი შესწევს, სხვადასხვა (ძვლის, ხრტილის, კუნთოვან და ცხიმოვან) უჯრედებად გარდაიქმნას. ეს უჯრედები ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ ადრეული ბავშვობის ასაკში, ძვალსახსროვანი სისტემის ჩამოყალიბების სტადიაში ფუნქციონირებს, შემდეგ კი კვდება. მეცნიერებმა მათგან გამოზარდეს ბირთვები, რომელთა მიერ გამომუშავებული ჟელესმაგვარი მასა დისკებს შორის არსებულ სივრცეს ავსებს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ ბირთვის უჯრედების შეყვანა მალათაშორისი დისკების დრეკადობას აღადგენს და მტკივნეულ სიმპტომებს გააქრობს. ვინაიდან შეყვანილი უჯრედები პაციენტისავე ღეროვანი უჯრედებისგან არის მიღებული, ჩამოფცქვნის საშიშროება მინიმალურია. პროცედურა ხანგრძლივ რეაბლიტაციას არ მოითხოვს - ავადმყოფს შინ დაბრუნება ოპერაციის დღესვე შეუძლია.

თუ ახალი მეთოდი აღიარეს, სამედიცინო პრაქტიკაში მისი დანერგვა სამი წლის შემდეგ დაიწყება.

ალკოჰოლი რევმატოიდული ართრიტისგან იცავს

ალკოჰოლის რეგულარული მიღება ხელს უშლის რევმატოიდული არტრიტის განვითარებას - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი მეცნიერები მას შემდეგ, რაც ამ დაავადების ჩამოყალიბებაზე მემკვიდრე-ობისა და გარეგანი ფაქტორების გავლენა შეისწავლეს. რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური დაავადებაა, რომელიც უპირატესად წვრილ სახსრებს აზიანებს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ეს დაავადება დაახლოებით 400 ათას ადამიანს აქვს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2750-მა ადამიანმა, რომელთა ნაწილი ჯანმრთელი იყო. მონაწილეებს გამოჰკითხეს, რამდენს სვამდნენ და რამდენს ეწეოდნენ. გამოიკვლიეს მათი სისხლიც იმ გენების გამოსავლენად, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის განვითარებას უწყობს ხელს. გაირკვა, რომ იმ ადამიანებს, ვინც კვირაში ხუთ და მეტ ულუფა ალკოჰოლს იღებს (ერთი ულუფა, ამერიკულად - დრინკ, 16 გრამ სუფთა ალკოჰოლს უდრის), რევმატოიდული არტრიტი 1,5-ჯერ უფრო იშვიათად ემართებათ, ვიდრე მათ, ვინც მაგარ სასმელებს საერთოდ არ ეკარება.

ალკოჰოლის დამცავი მექანიზმი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. სავარაუდოდ, სპირტიანი სასმელები თრგუნავს აუტოიმუნურ პროცესებს, რომლებიც ართრიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს.

 ძაღლები ცერებრულ დამბლას მკურნალობენ

პოდოლსკის რაიონის კინოლოგიურ ცენტრში ძაღლები ექიმებს ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციაში ეხმარებიან. მკურნალობის ეს მეთოდი შეიმუშავეს კინოლოგებმა, რათა ბავშვებს გარემოში ორიენტირებაში დაეხმარონ.

5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები ეთამაშებიან ძაღლებს, რომლებსაც ამ ცენტრში წვრთნიან და გამოფენებისთვის ამზადებენ. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ძაღლებთან ურთიერთობისას ბავშვები უფრო სწრაფად და თავდაჯერებულად მოძრაობენ. გარდა ამისა, შესამჩნევად უმჯობესდება მათი კოორდინაციის უნარი.