News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ Beth Israel Deaconess-ის სამედიცინო ცენტრის ამერიკელი მეცნიერები 7 ათასზე მეტი პაციენტის გამოკვლევის შედეგად, რომლებმაც მათ განყოფილებას გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს.

კვლევის ხელმძღვანელმა კენეტ მუკამალიმ და მისმა კოლეგებმა გააანალიზეს კლიმატური ფაქტორების (ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ატმოსფერული წნევა, ჰაერის დაბინძურების დონე) როლი ძლიერი თავის ტკივილის აღმოცენებაში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2250-მა შაკიკიანმა პაციენტმა და 4803-მა პაციენტმა, რომლებიც დაძაბულობას ან არასპეციფიკურ თავის ტკივილს უჩიოდნენ. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ითვალისწინებდნენ ავადმყოფის ექიმთან მისვლამდე სამი დღით ადრე არსებულ ამინდს, ასევე ამინდს უშუალოდ ექიმთან ვიზიტის დღეს და ვიზიტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

აღმოჩნდა, რომ თავის ტკივილის განვითარებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ჰაერის ტემპერატურის მატება ჩივილის აღმოცენების დღეს. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ტემპერატურის 5 გრადუსით მატების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში თავის ტკივილის აღმოცენების რისკი 7,5%-ით იზრდებოდა. შედარებით ნაკლებ მაპროვოცირებელ გავლენს ახდენდა ატმოსფერული წნევის დაქვეითება 48-72 საათის განმავლობაში თავის ტკივილის განვითარებაზე. ჰაერის დაბინძურების ხარისხსა და თავის ტკივილის აღმოცენების ალბათობას შორის კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა. მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი კავშირის მიზეზი გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, მუკამალს მიაჩნია, რომ შესაძლოა, ახალმა მონაცემებმა ექიმებსა და მეტეოდამოკიდებულ პაციენტებს თავის ტკივილის პროფილაქტიკის მიზნით დროული ღონისძიებების გატარებისკენ უბიძგოს.

დიეტა დეპრესიისა და იმპულსური ქმედებების დროს დაგვეხმარება

ადამიანის განწყობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იკვებება იგი. სწორედ ამას ეხება მონრეალელი ექსპერტის ჯეკ ჩელემის ახლახან გამოცემული ნაშრომი "კვებისა და ხასიათის პრობლემის გადაწყვეტა". "საკვები მხოლოდ ჩვენს კუჭს კი არ ავსებს, - განაცხადა მან, - არამედ ბიოლოგიურად და ქიმიურად მოქმედებს ჩვენზე. ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინებს, პროტეინებსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს ისეთი შენაერთების მისაღებად, რომლებიც უზრუნველყოფს თავის ტვინის მუშაობას, აძლევს ადამიანს საღი აზროვნების, ტონუსის შენარჩუნებისა და საზოგადოებაში ნორმალურად მოქცევის საშუალებას". გაღიზიანებისა და აგრესიის გამომწვევი პროდუქტებიდან წიგნის ავტორი, უწინარეს ყოვლისა, ასახელებს ტრანსცხიმებს, რომლებიც, მისი თქმით, ნეგატიურად მოქმედებენ ადამიანის თავის ტვინზე, ასევე - შაქარს, შოკოლადს, ალკოჰოლს, გენმოდიფიცირებული პროდუქტების კომპონენტებს და რძის ნაწარმში შემავალ კაზეინებს.

ისინი ხელს უწყობენ იმპულსურ ქმედებებს, გაღიზიანებას, ხოლო ისეთი პროდუქტები, როგორიც არის, მაგალითად, ხამანწკა, ისპანახი, არტიშოკი, ყველი, ატამი, პაპაია, სიმინდი, სტაფილო, კარტოფილი და მუხუდო, - პირიქით, თრგუნავს. ოტავის სამეფო ჰოსპიტლის დიეტოლოგის მონა მურჰაუსის თქმით, არსებობს საბუთი, რომ თევზის ქონში შემავალ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შესწევთ დეპრესიასთან ბრძოლისა და აგრესიის დათრგუნვის უნარი. მისი აზრით, მენიუში ბოსტნეულის, პროტეინების და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების ჩართვა ხელს უწყობს გაწონასწორებულ ქმედებას. იმის დასადგენად, რომელი პროდუქტი იწვევს გაღიზიანებას, ოტავის ნატუროპათიის ცენტრის დიეტოლოგი კრისტი ლუისი გვირჩევს ვაწარმოოთ დღიური, სადაც მთელი დღის განმავლობაში აღვნუსხავთ კვების დროს, საკვების შემადგენლობას და დავაფიქსირებთ ხასიათის ცვალებადობის პიკებს. "ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმონ საკვების მომზადებას და თითქმის ვერასოდეს იცლიან იმისთვის, რომ განსაზღვრონ დამოკიდებულება კერძის მოსამზადებლად გამოყენებულ პროდუქტებსა და ხასიათს შორის... ჯანსაღი და ბალანსირებული კვება საჭიროებს დროსა და ძალისხმევას, დღეს კი ჩვენთვის სისწრაფეა მთავარი", - აცხადებს კანადელი დიეტოლოგი.


ჭარბი წონა ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე დამღუპველად მოქმედებს

ექიმებმა დაადგინეს, რომ სიმსუქნე ცვლის საკვერცხის ფუნქციას და ჩასახვისუუნარობას იწვევს. ენდოკრინოლოგების თქმით, ჭარბი წონის ქალებს წარმატებული ორსულობის ნაკლები შანსი აქვთ, მაშინაც კი, როდესაც ისინი ახალგაზრდები არიან და აქვთ რეგულარული მენსტრუალური ციკლი. ადელაიდის (ავსტრალია) უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსუქან ქალებს კვერცხუჯრედების გარემომცველ სითხეში აქვთ ანთებითი პროცესებისათვის ხელსაყრელი პირობები, რის გამოც დაორსულების ალბათობა მკვეთრად მცირდება. კლინიცისტები წელიწადზე მეტხანს აკვირდებოდნენ 96 ჯანმრთელ ქალს, რომელთაც დაორსულება სურდათ. სპეციალისტებმა განსაზღვრეს ფოლიკულურ სითხეში ჰორმონებისა და მეტაბოლიტების შემცველობა და აღნიშნეს, რომ მსუქან ქალებს მომატებული ჰქონდათ მეტაბოლიტების რაოდენობა და აღენიშნებოდათ მამაკაცის სასქესო ჰორმონების გააქტიურება, რაც მჭიდრო კავშირში იყო უშვილობასთან. ექიმ რებეკა რობკერის აზრით, ცხიმების მაღალი კონცენტრაცია მოქმედებს საკვერცხეებში მეტაბოლიზმის მეტად მგრძნობიარე პროცესებზე, რაც ვნებს ჩასახვის უნარს. გარდა ამისა, ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების დაზიანება და უარყოფითად იმოქმედოს ემბრიონზე. რობკერის თქმით, სიმსუქნე შეიძლება ქალის უშვილობის რისკფაქტორების სიაშიც შევიტანოთ.

სიმსუქნეს გენური თერაპიით ებრძვიან

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსუქნესთან ბრძოლის გენური თერაპიის მეთოდი შეიმუშავეს. ექსპერიმენტის დროს ამ მეთოდით მოხერხდა თაგვების წონის ნორმამდე უსაფრთხო და ეფექტური დაქვეითება. ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი სახელწოდებით BDNF, რომლის გააქტიურება ჰიპოთალამუსის უჯრედებში იწვევს ინსულინისადმი ქსოვილის მგრძნობელობის გაზრდას, ცხიმოვანი ქსოვილის მასის დაქვეითებას და, აქედან გამომდინარე, წონის კლებას. მეცნიერებს გენი BDNF ნორმალური, დიაბეტიანი და ჭარბად ცხიმიანი საკვების მომხმარებელი თაგვების ჰიპოთალამუსში შეჰყავდათ. გენი მაღალ აქტიურობას ინარჩუნებდა მხოლოდ ჭარბი წონის მქონე მღრღნელებში, მაგრამ როგორც კი წონა ნორმას უბრუნდებოდა, გენის ექსპრესია ითრგუნებოდა რნმ-ინტერფერენციის გზით. ასე რომ, ნორმის ქვევით მასა არ ჩამოდიოდა. ასეთი იმედის მომცემი შედეგის მიღების შემდეგ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, მიმართონ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველოს ამ მეთოდის ადამიანებზე გამოცდის ნებართვის მოსაპოვებლად.

მწვანე ჩაი და სოკო სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს

ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ქალები, რომლებიც ჭამენ ბევრ სოკოს და სვამენ მწვანე ჩაის, სარძევე ჯირკვლის კიბოთი იშვიათად ავადდებიან. კვლევაში 2 000-ზე მეტი ჩინელი ქალი მონაწილეობდა. გაირკვა, რომ რაც უფრო მეტ სოკოს ჭამს ქალი, მით ნაკლებია სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა. იგივე ითქმის ყოველდღიურად მწვანე ჩაის მოხმარებაზე. ცნობილია, რომ ჩინეთში სარძევე ჯირკვლის კიბოთი ავადობა ევროპის ქვეყნებთან შედარებით 4-5-ჯერ ნაკლებია, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ავადობამ იმატა. ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, ავადობის დაბალი მაჩვენებელი შეიძლება აიხსნას სოკოთი და მწვანე ჩაით მდიდარი ჩინური ტარდიციული დიეტით. დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერმა მინ ძანგმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული 20-დან 87 წლამდე ასაკის 1 009 პაციენტი და ამდენივე ჯანმრთელი ქალი. ყოველმა მათგანმა შეავსო ანკეტა, რომელიც კვებას და ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარების სიხშირეს ეხებოდა. ქალებს, რომლებიც დღეში 10 გრამ ან მეტ ახალმოკრეფილ სოკოს ჭამდნენ, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი 2/3-ით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც სოკოს არ სწყალობდა, ხოლო იმ ქალებს შორის, რომლებიც დღეში 4 გ-ზე მეტ გამომშრალ სოკოს ჭამდნენ, რისკი 50%-ით ნაკლები იყო.

ვინც არ ჭამდა სოკოს, მაგრამ სვამდა მწვანე ჩაის, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა 5-ჯერ ნაკლები აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვინც არც სოკოს და არც მწვანე ჩაის არ ეკარებოდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ კიბოს განვითარებასა და სოკოს ან მწვანე ჩაის მოხმარებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, რადგან კვლევის დროს გათვალისწინებული იყო მხოლოდ ჯანმრთელობაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები (წონა, განათლების დონე, ფიზიკური აქტივობა, მოწევა). არ არის გამორიცხული სხვა ფაქტორების არსებობა, რომლებიც კვლევის შედეგის ახსნას შეძლებდა. გამოკვლევის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ გამოკვლევით პირველად დაუკავშირდა ერთმანეთს სოკოსა და მწვანე ჩაის მოხმარება და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის მონაცემებით, სოკოს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, მისი გავლენით ხდება იმუნური სისტემის სტიმულირება და აქტიურდება კიბოს უჯრედებთან ბრძოლა. მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს (პოლიფენოლს), რომლებიც ექსპერიმენტის დროს ცხოველებში სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას აფერხებდა.