მკვლევრები გამელოტების ახალ მიზეზზე ალაპარაკდნენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

მკვლევრები გამელოტების ახალ მიზეზზე ალაპარაკდნენ

მკვლევრები გამელოტების ახალ მიზეზზე ალაპარაკდნენ
კორეელმა მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და მისი შედეგები გამოაქვეყნეს. ექსპერიმენტის თანახმად, ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად ზრდის თმის ცვენის რისკს. დამაბინძურებელი უწვრილესი ნაწილაკები დამღუპველად მოქმედებს იმ ცილებზე, რომლებიც აუცილებელია თმის ღერების ზრდისა და სიმყარისთვის.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერები თმის ფოლიკულებზე მტვრის, დიზელის საწვავისა და სხვა დამაბინძურებელ ნაწილაკთა განსხვავებული კონცენტრაციებით ზემოქმედებდნენ, შემდეგ კი უჯრედთა ქიმიურ ანალიზს ატარებდნენ.

ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ თმის ზრდის, ფოლიკულების აღდგენისა და რეგულაციისათვის აუცილებელი ცილა ბეტა-კატენინის დონე საგრძნობლად დაწეული იყო. როგორც გაირკვა, მტვრისა და ჰაერის დამაბინძურებელი სხვა ნაწილაკები ნეგატიურ ზემოქმედებას ავლენს თმის
ზრდისათვის საჭირო სხვა სამი ცილის დონეზეც. რაც უფრო დაბინძურებულია ჰაერი, მით უფრო მცირე რაოდენობითაა თმის უჯრედებში აღნიშნული ცილები. ეს იმას ნიშნავს, რომ სამრეწველო ქალაქებსა და ე.წ. მეგაპოლისებში მცხოვრებნი თმის ცვენის რისკჯგუფში არიან.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
დღეს ექიმთა საერთაშორისო დღეა! დიდი ხანია, ჩვენს საზოგადოებაში არ ყოფილა მედიკოსებისადმი მადლიერების
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად
მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობის გამო, მოგეხსენებათ, რომ დაიხურა არაერთი დაწესებულება, საგანმანათლებლო ობიექტები,
SARS-CoV-2 ვირუსის სახით კაცობრიობას ახალი და დაუნდობელი „დამპყრობელი“ მოევლინა.
ქვეყანაში ყოველდღიურად მკაცრდება შეზღუდვები და შესაბამისად, ადამიანები ცდილობენ საკვები თუ სხვადასხვა
მსოფლიოს მასშტაბით ყოველ ერთ წუთში ვაქცინაცია 5 სიცოცხლეს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად