სიახლეები

როგორ დავიცვათ ბავშვები მწვავე ვირუსების პერიოდში? - ინტერვიუ REDMED-ის პედიატრ თეა ჯანაშიასთან

როგორ დავიცვათ ბავშვები მწვავე ვირუსების პერიოდში? - ინტერვიუ REDMED-ის პედიატრ თეა ჯანაშიასთან
ჯერ ისევ მწვავე ვირუსების პერიოდია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვები ხალხმრავალ გარემოს მოარიდოთ, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ თუ ბავშვის გასინჯვა ექიმის მიერ აუცილებელია?

ამ პრობლემის გადაწყვეტას სამედიცინო სერვისების პირველი ქართული ციფრული პლატფორმა REDMED გთავაზობთ. ინოვაციური სამედიცინო პროდუქტი REDMED საშუალებას გაძლევთ მარტივად, აპლიკაციის და ვებგვერდის დახმარებით მოძებნოთ, შეარჩიოთ, დაუკავშირდეთ სასურველ ექიმს და აირჩიოთ შესაბამისი სერვისი: გამოიძახოთ სახლში, ან მიიღოთ მიიღოთ სპეციალისტის რჩევა აუდიო ან ვიდეო ზარის საშუალებით.

REDMED-ის სერვისების საშუალებით თქვენ შეძლებთ მკურნალობის სრული პროცესის წარმართვას სახლის პირობებში. დიაგნოზის დასასმელად იძახებთ ექიმს სახლში და
ამ გზით იცავთ ბავშვს ინფექციის გამომწვევებთან შეხვედრისგან, ხოლო მკურნალობისას განვითარებული ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, ახორციელებთ პედიატრთან აუდიო/ვიდეო ზარს და იღებთ პროფესიონალის რჩევას.

ბავშვის ვირუსებისგან დაცვის ხერხებსა და სახლში მკურნალობის მეთოდებზე უფრო დეტალურად REDMED-ის პედიატრი თეა ჯანაშია ინტერვიუში საუბრობს:

1. როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი გრიპისა და
გაციებისგან?

გრიპისა და გაციებისაგან დაცვა შესაძლებელია, თუ მშობელი ყოველწლიურად გამოიყენებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და სისტემატიურად მიმართავს ჰიგიენურ ღონისძიებებს, როგორიც არის: მუდმივ რეჟიმში ოთახების დასუფთავება, ხელების ხშირი დაბანა, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება. ასეთ სიტუაციაში მშობელიც და ბავშვიც მაქსიმალურად დაცული იქნებიან ინფექციებისგან.

2. როდის უნდა აიცრას ბავშვი გრიპის ვირუსზე?

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად, სასურველია, ყოველი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვისა და ნოემბრის დასაწყისში, თუმცა დასაშვებია მისი ჩატარება მოგვიანებითაც - გვიან გაზაფხულამდე. ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვიდან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან დაავადების გავრცელების და გართულებების განვითრების თვალსაზრისით, ეს ასაკობრივი კატეგორია წარმოადგენს ე.წ. „რისკ ჯგუფს“

3. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს?

ტემპერატურის მატებად ითვლება 37.3°C-ზე მაღალი სიცხე. ასეთ შემთხვევაში სასურველია, მშობელმა მიმართოს სახლის პირობებში გაგრილების ფიზიკურ მეთოდებს. ბავშვს გახადეთ ზედმეტი სამოსი და ოთახის ტემპერატურის წყლით დაუზილეთ სხეული 10-15 წუთის განმავლობაში. მართალია, ეს არ არის სასიამოვნო პროცედურა პატარებისთვის, მაგრამ აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის გადახურება.

4. რა შემთხვევაში უნდა დაალევინოს მშობელმა ბავშვს ანტიბიოტიკი?

ანტიბიოტიკის მიღება აუცილებლად უნდა იყოს პედიატრთან შეთანხმებული და მშობელმა არ უნდა გადაწყვიტოს წამლის თვითნებური მიღება. ავადობის პერიოდში აუცილებელია ექიმთან მუდმივი კონტაქტი - ვიზიტი ან კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი ვიდეო და აუდიო ზარის განხორციელება, რადგან პედიატრი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გართულებებს.

5. რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს და რატომ უნდა გამოიძახოს ექიმი სახლში?

პედიატრთან ვიზიტი აუცილებელია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, როცა ტემპერატურის ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათზე მეტს, ხოლო 1-5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 48 საათზე მეტს.

მწვავე ვირუსების პერიოდში მნიშვნელოვანია ბავშვი აარიდოთ ხალხმრავალ გარემოს. აქედან გამომდინარე სასურველია თუ პატარა პაციენტის სამედიცინო გასინჯვა სახლის პირობებში მოხდება. ექიმის ბინაზე ვიზიტის დროს პატარა პაციენტი თავს მშვიდად გრძნობს მშობლიურ, ნაცნობ გარემოში, შესაბამისად მასთან კონტაქტიც გაადვილებულია. ამ ხერხით ბავშვს აარიდებთ ინფექციის ახალ გამომწვევებთან შეხვედრას, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა საჭიროა პაციენტის დიაგნოსტირება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს ამბულატორიულ ვიზიტზე.

REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით https://redmed.ge/download, ასევე ვებგვერდით https://redmed.ge.

ვიდეო ინტერვიუ იხილეთ ქვემოთ: