ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით სოფელ შრომაში სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს ატარებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით სოფელ შრომაში სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს ატარებს

ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით სოფელ შრომაში სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს ატარებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს -სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

"სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება
ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლის შედეგად.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ახორციელებს პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ.

2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინირებულია (პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაცია) დაავადების ამთვისებელი 300 ათასამდე ცხოველი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ნოტინჰემისა და უორიკის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა შეაფასა შუა საუკუნეების დროინდელი
გასულ საუკუნეში ქართველი მამაკაცი, რომელსაც სიმელოტე ტანჯავდა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა,
კალიფორნიის უნივერსიტეტში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც მშობიარობის
„მე თმა ჰეალაინში გადავინერგე!“ - სავარაუდოდ, ამ სიტყვებს ამიერიდან უფრო მეტი ადამიანი იტყვის, მას შემდეგ, რაც თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრს,
მსოფლიოში პირველად შესაძლებელი გახდა დაბლოკილი ან შევიწროვებული არტერიებისთვის
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი, ყურყური - რატომ შეიძლება გამოიწვიოს ეს და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასთან დაკავშირეული სხვა ნიშნები
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად