სეზონურ გრიპთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მომართვიანობაა შემცირებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეზონურ გრიპთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მომართვიანობაა შემცირებულია

დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მომართვიანობაა შემცირებულია.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სტატისტიკური მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით კეთილსაიმედოა.

"მომართვიანობაა მცირდება სეზონურ გრიპთან დაკავშირებით. სტატისტიკა არის უფრო კარგი და კეთილსაიმედო, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. გრიპის მიმართულებით იმ ღონისძიებებმა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა - ეს იყო ვაქცინაცია და ზოგადი საინფორმაციო კამპანია, საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. დღეს გვაქვს სტაბილური, კონტროლირებადი მდგომარეობა გრიპის თვალსაზრისით",- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კორონა ვირუსს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსი დაფიქსირებული არ არის, თუმცა, მისივე თქმით, 2-3 პაციენტი მუდმივად რჩება დაკვირვების ქვეშ, სანამ ვირუსის შესაძლო შემთხვევა გამოირიცხება.

ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პრევენციის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები ტარდება.