"მედარტი" - ინოვაციური სტარტაპი, რომელიც, პირველად საქართველოში, მედიცინის მოდას განავითარებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"მედარტი" - ინოვაციური სტარტაპი, რომელიც, პირველად საქართველოში, მედიცინის მოდას განავითარებს

მედარტი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა 2019 წლის თებერვლიდან და დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება მისი პოპულარობა, მომხმარებელთა რიცხვი და გაყიდვები, მათი ნამუშევრები უკვე მოირგეს საქართველოს წამყვანმა ექიმებმა და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ინფორმაცია მედარტის შესახებ, გაგვეხადა უფრო მასშტაბური.

ამ ტიპის პროექტი ქართული საზოგადოებისთვის არის სრულიად ახალი და ინოვაციური. სტარტაპი ემსახურება მომავალ და უკვე შემდგარ სამედიცინო პერსონალს, მისი მიზანია, გაულამაზოს და გაუმარტივოს თითოეული სამუშაო/სასწავლო დღე მათ!

ბრენდი ეკუთვნის 21 წლის გოგონას, რომელიც თავად არის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი და როგორც ამბობს, ამ ბრენდის შექმნის იდეა საკუთარი გამოცდილებიდან მომდინარეობდა.

გვანცა დარჩიაშვილი: ,,მეც მედიცინის სტუდენტი ვარ და არ მაქვს უფლება, ლექციას დავესწრო თეთრი ხალათის გარეშე. პირადად ჩემთვის, მალევე ძალიან მოსაბეზრებელი აღმოჩნდა ეს ყოველდღიური რუტინა, რამაც შთამაგონა მედარტის ჩამოყალიბების იდეა. შემდეგ, მოვიძიე, არსებობდა თუ არა, რაიმე მსგავსი მაინც საქართველოში და აღმოვაჩინე ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და შემდეგ უკვე საამაყო ფაქტი-საქართველოში პირველია მედარტი, რომელმაც მედიცინის მოდის ხაზი რადიკალური მიმართულებით განავითარა!"

mkurnali.ge

როგორც იდეის ავტორი და რეალიზატორი, ამბობს, მათ მალევე გამოუჩნდათ "კონკურენტი" კომპანიებიც, მაგრამ, მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს იდეის უნიკალურობას, ორიგინალურობას და მათ კონკურენტებად არც აღიქვამენ, რადგან, გამორჩეული და საუკეთესო ექიმები ყოველთვის ირჩვენ მედარტს.

დავფიქრდეთ, რამდენად მოსაბეზრებელია, ყოველდღიურად, ერთნაირი, უბრალოდ თეთრი ხალათის, ან, ფორმის ტარება მაშინ, როცა, არსებობს ამის ალტერნატიული ვარიანტებიც! სწორედ ამიტომ, გამოჩნდა ბრენდი, რომელიც ზრუნავს ექიმებისა და მომავალი ექიმების გახალისებაზე. მედარტის გალერიაში თქვენ შეგიძლიათ, იხილოთ როგორც ქალბატონების, ისე, მამაკაცებისა და ბავშვების უნიფორმები, ხალათები, ქუდები, მაისურები, წინდები,აქსესუარები და სხვა, დამახასიათებელი გაფორმებები ვიწრო თუ ფართო სპექტრის პროფესიის ადამიანებისათვის და, რაც მთავარია, ყველაფერი მოქცეულია სამედიცინო ჩარჩოებში, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს აქსესუარები, ისინი ამუშავებენ ანატომიური აგებულების ბროშებს, რაც შესაძლოა, თქვენი საუეთესო და ყველაზე გამორჩეული ნივთიც კი გახდეს. ასევე, დიდ ინტერესს იწვევს და ძალიან მოთხოვნადია მათი გრავირებები-როცა ნივთი იქმნება პერსონალურად კონკრეტული ადამიანისთვის.

mkurnali.ge

გარდა იმისა, რომ მედარტი არის ძალიან კრეატიული, სახასიათო და კონკრეტული მიმართულების სტარტაპი, ის, პირველ რიგში, ორიენტირებული არის ხარისხზე. ნებისმიერი ნივთი იკერება ინდივიდუალურად, და იკერება სპეციალურად სამედიცინო ხაზისათვის მოწოდებული ქსოვილით, რაც გულისხმობს იმას რომ, გარდა სილამაზისა, ფორმა/ხალათი/ქუდი უნდა იყოს კომფორტული-ისევ და ისევ ექიმის დატვირთვიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პროდუქტი არის 100%-ით ქართული, რაც ძალიან საამაყოა და ხშირად მედ არტის არჩევის მიზეზი ესეცაა-ადამიანები ხელს უწყობენ ქართული წარმოების განვითარებას.

მედარტი-სტუდენტური სტარტაპი, რომელიც ყოველდღე სიახლეს გვთავაზობს! მათი დევიზია:

,,We take care of the people who take care of others - ჩვენ ვზრუნავთ მათზე, ვინც ზრუნავს სხვებზე".

მათთან კომუნიკაცია შეგიძლიათ მათ Facebook da Instagram გვერდებზე, გიპასუხებენ ოპერატორები, რომლებიც ყველა თქვენს კითხვას პასუხს გასცემენ და დაგეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში, ნივთის შერჩევასა და ადრესატის გახარებაში.

Fb: MED ART (https://www.facebook.com/medart2019)

Instagram: med_artt

577660228