ჩინეთი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელება დაავადების ნიშნების გამოვლენამდე იწყება
არასასიამოვნო სიახლე განაცხადა კორონავირუსის შესახებ: ვირუსის გამავრცელებელი ადამიანი მანამდე ხდება, ვიდრე მას დაავადების სიმპტომები გამოუვლინდება.
ამერიკის ჯანდაცვის სააგენტოს ვეტერან-კონსულტანტმა განაცხადა, რომ ეს სიახლე "შეცვლის თამაშის წესებს".
"ეს იმაზე ცუდია, ვიდრე ველოდით" - განაცხადა დაავადებებთან ბრძოლის ცენტრის კონსულტანტმა უილიამ შაფნერმა.
თუკი ექიმი მა მართალია და ადამიანები კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 2 კვირით ადრე იწყებენ ვირუსის გავრცელებას, მაშინ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებების სტრატეგია სრულიად შესაცვლელია - აღნიშნა მან.
ამ ეტაპზე აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციით, იზოლაციაში ჰყავთ მხოლოდ დაავდებული ადამიანები, თუმცა ვირუსს შესაძლოა სხვებიც ავრცელებდნენ.
წყარო CNN.ge
ასევე დაგაინტერესებთ: