ლაშა ჩილაშვილი: ზოგს ერთდროულად 5 და მეტი ნიღაბი უკეთია, მაღაზიის დახლები სულ გამოცარიელდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაშა ჩილაშვილი: ზოგს ერთდროულად 5 და მეტი ნიღაბი უკეთია, მაღაზიის დახლები სულ გამოცარიელდა

აი, რას უყვება ის შექმნილ სიტუაციაზე mkurnali.ge-ს.

- დღეს ჩინური ახალი წელია, მაგრამ ვის ეზეიმება... ამ ეტაპზე უხანის გარდა კიდევ 14 ქალაქი არის კარანტინში. ხალხი პანიკაშია, არ იციან რა ხნით იქნებიან ასე, ჯერჯერობით ვაქცინა ხომ არ არსებობს. როგორც აქაურ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, გარდაცვლილია 41 ადამიანი, ხოლო დავირუსებული - 1400.

ჩონგჩინგშიც შეშინებული დადიან, ქუჩაში მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეთხელებულია, ყველა ნიღბებით მოძრაობს, ტურისტული ადგილები ჩაკეტეს. მოგვიწოდებენ, რომ თავი შევიკავოთ მოგზაურობისგან, სახლში ყოფნას გვირჩევენ, ხოლო თუ გავალთ, არავითარ შემთხვევაში არ გავიდეთ ნიღბის გარეშე. აფთიაქებში ნიღბების დეფიციტია, მაგალითად მე, 8 აფთიაქში, 3 დიდ სუპერმატკეტში არ დამხვდა და ბოლოს, შემთხვევით სუვენირების მაღაზიაში გადავაწყდი, ერთადერთი შეკვრაღა დარჩენილიყო და შევიძინე. ზოგს ერთდროულად 5 და მეტი ნიღაბი უკეთია და ისე მოძრაობს ქუჩაში.

mkurnali.geხალხი ძალიან ბევრ პროდუქტს ყიდულობს, უხანში რომ დეფიციტია, ეშინიათ აქაც არ ამოიწუროს და წინასწარ იმარაგებენ ყველაფერს. მაღაზიის დახლები სულ გამოცარიელდა.

ტელევიზიით მოსახლეობას აფრთხილებენ რომ მოერიდონ ცხოველებთან კონტატქს, არ მიირთვან უმი პროდუქტი, მხოლოდ თერმულად მომზადებული, მაგრამ ქუჩაში მაინც მიირთმევენ, დიდად არ ითვალისწინებენ. თან ქუჩებში ანტისანიტარიაა, აქაურების უმეტესობას გადანერწვება ახასიათებთ, (ასე ხომ ვირუსებს ავრცელებენ) ზოგიერთ ქალაქში ამის გამო ჯარიმებია დაწესებული, ჩონგჩინგში - არა.

საახალწლო არდადეგები 17 იანვარს დაიწყო. დაველოდოთ, არავინ იცის, რა მოხდება 1 თებერვლიდან, როცა ხალხი სამსახურებში გავა.

ეკა სალაღაია