ამირან გამყრელიძე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოვახდინოთ და თუ ინფექცია გაჩნდა, ავადმყოფების სწრაფი გადაუდებელი დახმარება განვახორციელოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოვახდინოთ და თუ ინფექცია გაჩნდა, ავადმყოფების სწრაფი გადაუდებელი დახმარება განვახორციელოთ

დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია.

როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

"პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკი ინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ინფექციის შემოტანის და თუ ინფექცია გაჩნდა, ამ ავადმყოფების სწრაფი გადაუდებელი დახმარება განვახორციელოთ. ამისთვის არის შემუშავებული შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქი უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაში განუვითარდებათ სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინო დახმარებას",- განაცხადა გამყრელიძემ.