"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ

წელის არეში ტომოგრაფია გადავუღეთ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ კლინიკა "მედინას" ნეიროქირურგმა გიორგი ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ილია მეორე კლინიკაში კონსულტაციის მიზნით იყო მისული და მისი ვიზიტი გეგმური არ ყოფილა.

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია. გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, არაფერი საგანგაშო არ არის. წირვის დროს, დიდხანს ფეხზე დგომის დროს წელის ტკივილი აწუხებდა. რაიმე საგანგაშო არ არის", - განაცხადა გიორგი ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ ბათუმში კლინკა "მედინა" ცოტა ხნის წინ დატოვა. მასთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იმყოფებოდა.