რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, მამა-შვილი გარდაიცვალა
შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილები მამა-შვილი არიან.
წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს.