გრიპის 216 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - ამირან გამყრელიძე ავადობის უახლესი მაჩვენებლებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

გრიპის 216 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - ამირან გამყრელიძე ავადობის უახლესი მაჩვენებლებით

გრიპის 216 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - ამირან გამყრელიძე ავადობის უახლესი მაჩვენებლებით
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ერთ კვი­რა­ში 100 000 მო­სახ­ლე­ზე გრი­პის 216 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, წინა კვი­რას­თან შე­და­რე­ბით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია 5%-ითაა გაზ­რდი­ლი. ამის შე­სა­ხებ გამ­ყრე­ლი­ძემ გრი­პის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და კო­რო­ნა ვირუ­სის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა ისე­თი მძი­მე არაა, რომ ინ­ტენ­სი­ურ ან რე­ა­ნი­მა­ცი­ულ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წელს გრი­პის სე­ზო­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ტენ­დენ­ცია გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით უფრო მშვი­დია.

"გრი­პი­სა და გრი­პის მსგავ­სი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 100 000
მო­სახ­ლე­ზე გვაქვს 216. წინა კვი­რა­ში გვქონ­და - 219. წინა კვი­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 5%-იანი მა­ტე­ბა გვაქვს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის.

ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მძი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, რაც ალ­ბათ ბავ­შვთა კონ­ტინ­გენ­ტის ხარ­ჯზეა"-აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, წელს გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით 2,5-3-ჯერ მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა.

"სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 97 000 მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფის ადა­მი­ანს
ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს ვაქ­ცი­ნა­ცია და ასე­ვე წელს კერ­ძო სექ­ტორ­მაც გა­ა­ორ­მა­გა და და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით", - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, 30 დე­კემ­ბრი­დან გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი ფი­ნან­სუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და ორ­სუ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის. ამ დრო­ის­თვის, 338 ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო ტა­მიფ­ლუ და პრე­პა­რა­ტის მა­რა­გი საკ­მა­რი­სია ქვე­ყა­ნა­ში.

ამას­თან, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის გრი­პის ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ორი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სეზონური აქტივობისას, ულვაშებსა და წვერს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.
17-01-2020
4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც განკუთვნილია რისკ ჯგუფებისთვის,
11-01-2020
მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადება ინტერნაციონალურია, ამიტომ მთელ მსოფლიოში, იქაც კი, სადაც ზამთარი ჩვენი ზაფხულის მსგავსია,
05-01-2020
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და ის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.
მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ
კოვიდ-19 მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელ პანდემიად ჩამოყალიბდა, რომელიც უმძიმეს კვალს ამჩნევს ეკონომიკას და
ბრიტანელი ფსიქიატრის ჰერაინ-ვივესის აზრით, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის განსაზღვრა შესაძლებელია ყურში
ბრიტანული მედიკამენტები სიმბოლურ ფასად! 1 ლარად
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად