"ბიჭია, ბიჭი!" - ილო ბეროშვილი და ანი ბებია ვაჟის მშობლები გახდებიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ბიჭია, ბიჭი!" - ილო ბეროშვილი და ანი ბებია ვაჟის მშობლები გახდებიან

თითქმის წელიწადია, რაც მათი სიყვარულის საზოგადოებისთვის  გახდა ცნობილი, რასაც კარგა ხანს მალავდნენ.  "დღეს ერთად ვართ. ცოლ-ქმრობა ჩვენთვის შემდეგ ეტაპზე გადასვლის თემატიკა არ არის. ეს სტატუსი არ ასერიოზულებს ჩვენს ურთიერთობას. ისედაც სერიოზული ურთიერთობა გვაქვს, ამაზე მეტი, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. მთავარია, მიყვარს, ვუყვარვარ და ვცხოვრობთ ბედნიერად. დანარჩენი რა იქნება, კაცმა არ იცის" - აღნიშნა გასული წლის დასაწყისში ილო ბეროშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.   "ძალიან ვგავართ ერთმანეთს - ტემპერამენტით, ხასიათით, გარეგნობითაც კი გვამსგავსებენ, ხშირად უთქვამთ, და-ძმასავით ხართო" - ამბობდა მაშინ იგი.

mkurnali.ge

სანამ ერთმანეთს გაიცნობდნენ, მანამდე  წარულში, ილოსაც და ანისაც,  უკვე ჰქონდა უიღბლო ქორწინების გამოცდილება. პირველი ქორწინებიდან ილოს 2 არაჩეულებრივი ქალიშვილი - ევა და სესილი - ჰყავს რუსთავი 2-ის ტელეწამყვან ნელი აგირბასთან.  ბავშვებზე ზრუნვის გამოცდილება ნამდვილად აქვს ილო ბეროშვილს, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა  - "იყო პერიოდი, როცა ჩემი ყოფილი მეუღლე მუშაობდა, მე კი ბავშვებს ვზრდიდი, პამპერსსაც ვუცვლიდი და კერძებსაც ვამზადებდიო". ის  მართლაც ძალიან მზრუნველი მამაა. ბავშვეთან ერთად ყოველთვის ხალისიანად ატარებს დროს, ამაზე მათი ერთად გადაღებული ფოტოები მოწმობენ. ცნობილია ისიც, რომ ანი ბებიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ილოს გოგონებთან. ისიც ხშირად ანთავსებს ევასა და სესილის ფოტოებს სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

mkurnali.ge

სულ რამდენიმე საათია, რაც ცნობილი გახდა, რომ  ილო ბეროშვილი და ანი ბებია  ბიჭის მშობლები გახდებიან და უკვე ათასობით მოლოცვა მიიღეს.

mkurnali.ge

mkurnali.ge

ეკა სალაღაია