რატომ გადადგა "საპენსიო სააგენტოს" დირექტორი? - პოსტზე ახალ კანდიდატურას ეძებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გადადგა "საპენსიო სააგენტოს" დირექტორი? - პოსტზე ახალ კანდიდატურას ეძებენ

როგორც ვაკანსიაშია მითითებული, "საპენსიო სააგენტოს" დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

როგორც ცნობილია, ლევან სურგულაძე "საპენსიო სააგენტოს" დირექტორის თანამდებობას 16 იანვრიდან ტოვებს. "ინტერპრენიუსს" "საპენსიო სააგენტოში" განუცხადეს, რომ 16 იანვრიდან ახალი დირექტორის შერჩევამდე, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას რომელიმე მოადგილე შეასრულებს, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს.

შეგახსენებთ, "საპენსიო სააგენტოს" დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები შედიან, განცხადებით მიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამეთვალყურეო საბჭო არ შეეწინააღმდეგება "საპენსიო სააგენტოს" დირექტორის სურვილს, რომ თანამდებობა დატოვოს. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვების მიზეზად "სხვა გეგმების" ქონას ასახელებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ მორალურად ყოველთვის თავისი გუნდის გვერდით იქნება.