- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.
"გრიპის ვირუსის ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს. 4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკ ჯგუფებისთვის. რისკ ჯგუფებს, ყოველდღიური გამოსვლისას ვთხოვ, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, რომ მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიც
წინა კვირას ჩვენ გვქონდა ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე 191 და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%, როცა შარშან ამ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ანალოგიურ კვირაში 42% გვქონდა.
საქართველოში გრიპის სეზონი ძირითადად იწყება დეკემბრის დასაწყისში და როგორც წესი, მარტის ბოლომდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება, მაგრამ პიკური პერიოდი არის 3-5 კვირა. ერთი პიკი ჩვენ დეკემბერში გვქონდა, მზარდი პიკი და ვფიქრობთ, რომ გავიარეთ, ახლა დავაკვირდებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.