ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი იქნება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი იქნება

ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი იქნება
ჩატარებული გვაქვს ე.წ ბარიერების კვლევა - პირველ დაბრკოლებად საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მეორე დაბრკოლებად კი ფინანსური ბარიერი გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, 2019 წელს ყველანაირი ფინანსური ბარიერი მოიხსნა და ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სრულიად უფასო გახდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ვეუბნებით რომ მობრძანდით და ჩაიტარეთ სკრინინგი, ძალიან ცოტა ადამიანი მოდის. ჩვენ ჩატარებული გვაქვს თუ არ ვცდები შარშანწინ ე.წ ბარიერების კვლევა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან
ერთად და ნომერ პირველ პრობლემად გამოვლინდა საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვსაუბრობთ. მაშინ ჩატარებულ კვლევაში მეორე ადგილას გავიდა ფინანსური ბარიერი და ამიტომაც, მერე ფინანსური ბარიერი სრულად მოიხსნა.

როდესაც პროგრამა დაიწყო 2015 წელს, მკურნალობა იყო სრულად უფასო, სწრაფი დიაგნოსტიკა ყოველთვის იყო უფასო პროგრამის დაწყების
დღიდან, გაღრმავებულ დიაგნოსტიკაში კი იყო ე.წ. თანაგადახდის კომპონენტი. ეს თანაგადახდაც თითქმის არ იყო სოციალურად დაუცველებისთვის. ეს თანაგადახდა თანდათანობით იხსნებოდა და თუ არ ვცდები, 2019 წლის ზაფხულიდან პროგრამა სრულიად უფასოა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში ჩ ჰეპატიტის სამკურნალო წამალი იქნება.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 16-01-2020
ნინო
1 ტიპის დიაბეტის წამალიც შემოიტანეთ,ხომ არის გამოგონილი,ამდენი ბავშვი რომ იტამჯება
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
დღეს ექიმთა საერთაშორისო დღეა! დიდი ხანია, ჩვენს საზოგადოებაში არ ყოფილა მედიკოსებისადმი მადლიერების
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად
მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობის გამო, მოგეხსენებათ, რომ დაიხურა არაერთი დაწესებულება, საგანმანათლებლო ობიექტები,
SARS-CoV-2 ვირუსის სახით კაცობრიობას ახალი და დაუნდობელი „დამპყრობელი“ მოევლინა.
ქვეყანაში ყოველდღიურად მკაცრდება შეზღუდვები და შესაბამისად, ადამიანები ცდილობენ საკვები თუ სხვადასხვა
მსოფლიოს მასშტაბით ყოველ ერთ წუთში ვაქცინაცია 5 სიცოცხლეს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად