კლინიკების ნაწილი გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობის გაზრდას სკოლებსა და ბაღებში არდადეგების დასრულების შემდეგ ელოდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლინიკების ნაწილი გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობის გაზრდას სკოლებსა და ბაღებში არდადეგების დასრულების შემდეგ ელოდება

ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუს" განუცხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იაშვილის კლინიკას პაციენტებისთვის საკმარისი ადგილები არ აქვს და მათ კლინიკის დერეფნებში ემსახურებიან, კლინიკის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

"სამწუხაროდ, იანვრის პირველი ათი დღე არ გამოირჩევა პაციენტების ნაკადის კლებით, პირიქით, ორი დღის მონაცემებით, ეს ნაკადი უფრო გაზრდილია დეკემბრის ბოლო ათ დღესთან შედარებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ გაფრთხილებებს რაც არის მშობლისთვის აუცილებელი, ვინაიდან გრიპი თავისი მიმდინარეობით საშიში დაავადებაა და მას სერიოზული გართულებები გააჩნია, როგორიც არის ფილტვების ანთება, ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი და ექიმთან დროული მიმართვიანობა", -განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

"ინტერპრესნიუსი" კიდევ ერთი კლინიკის ციციშვილის სახელობის საავადმყოფოს დირექტორს დავით რეხვიაშვილს ესაუბრა,რომლის თქმითაც, კლინიკაში ვირუსით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობამ იკლო.

"ამ დროისთვის მომართვიანობა არის ოდნავ შემცირებული, გართულებები პრაქტიკულად არ შეგვხვედრია. გართულებები, რომელმაც ბავშვებს შეიძლება შეუქმნას პრობლემები, ძალიან იშვიათია და პრაქტიკულად არ შეგვხვედრია",-განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკისთვის მიმართვიანობის გაზრდას სკოლებში და ბაღებში არდადეგების დასრულების შემდეგ ელოდებიან.