ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში
ის ოფიციალურად არის დარეგისტრირებული გინესის რეკორდების წიგნში. იგი 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა.
როგორც გინესის რეკორდების წიგნშია დაფიქსირებული - კეინი კუმაკიჩისა და კუმა ოტას მე-7 შვილი გახლდათ. თავად კეინმა 4 შვილი გააჩინა და მე-5 იშვილა.
მიუხედავად რამდენიმე ოპერაციისა, მათ შორის კატარქტისა და კოლორექტალური სიმსივნის გამო ჩატარებული ქირურგიული ჩარევებისა, კეინ ტანაკა დღეს მშვიდად ცხოვრობს ფუკუოკეს სანატორიუმში. ის ყოველ დილას 6 საათზე დგება, დღისით კი ყოველთვის დაკავებულია მათემატიკით. მისი უსაყვარლესი გართობაა თამაში-ოტელო, კეინი დიდი ხანია კლასიკური სამაგიდო თამაშების ექსპერტია.