ექიმები ხალათების გარეშე – თოდუას კლინიკის კამპანია #მეექიმივარ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმები ხალათების გარეშე – თოდუას კლინიკის კამპანია #მეექიმივარ

ის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში თავისა და კისრის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. გიორგი ქრისტესაშვილი კამპანიის პირველი გმირია.

#მეექიმივარ – ასე ჰქვია თოდუას კლინიკის ახალ კამპანიას, რომლის მიზანიცაა უფრო ახლოდან გააცნოს პაციენტებს ექიმები და მათი პიროვნული მხარე დაანახოს.

კამპანიის ფარგლებში თავიანთ ამბებს თოდუას კლინიკის სხვა ექიმებიც გიამბობენ. გაიგებთ მათ დამოკიდებულებას საკუთარი პროფესიის მიმართ, ღირებულებებს, რითაც ხელმძღვანელობენ, რა აინტერესებთ, რა ამოძრავებთ და სრულიად სხვა მხრიდან დაგანახებთ მათ სახეს.

გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ ექიმები ხალათების გარეშე. როგორ ცხოვრობენ, რითი სუნთქავენ, როგორი პიროვნებები არიან, ექიმის პიროვნული ღირსებები  მის პროფესიონალიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტისთვის. რადგან ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის, ზოგჯერ ექიმსა და პაციენტს შორის პირადი ნდობა და ურთიერთობა ბევრად მეტი სიკეთის მომტანია, ვიდრე მედიცინის ყველა მიღწევა ერთად აღებული.

სიტყვა კურნავს – ეს ჯერ კიდევ  ანტიკური ხანის მედიცინიდან მოდის…

მე ექიმების გარემოცვაში გავიზარდე და შეიძლება ითქვას ეს ეს სამზარეულო შიგნიდან ვიცი… ბავშვობიდან ვიყავი მოწმე იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ სიტუაცუაში არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პრაქტიკულად მთელ შენს ენერგიას, დროს და ინტერესებს სხვაზე ზრუნვას და დახმარებას ვუთმობ.

ბაბუა ამბობდა: ექიმობა არ არის პროფესია, ეს არის მოწოდება, ცხოვრების წესი, სამედიცინო განათლება და ცოდნა უკვე გაკისრებს პასუხისმგებლობას, გცვლის პიროვნულად… ამას ვეღარ გაექცევიო.

…#მეექიმივარ – ამ კამპანიით გვინდა ხალხს დავანახოთ, რომ დაძაბული სამუშაოს და უდიდესი პასუხისმგებლობის მიუხედავად, ექიმი სამსახურის გარეთ ისევე ცხოვრობს, როგორც ყველა სხვა, არავისგან არაფრით გამორჩეული ყოფითი პრობლემებით, თავისი ყოველდღიურობით.

გვინდა, ყოველმა პაციენტმა იცოდეს, ჩვენი ექიმები, გარდა ძალიან კარგი პროფესიონალებისა, კარგ ადამიანებიც არიან", – გვიყვება თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე.

- როგორ წარმოაჩენს კამპანია კლინიკის ღირებულებებს?

- ჩვენს კლინიკაში მუშაობენ ისინი, ვინც იზიარებს საერთო შეხედულებებს და ღირებულებებს – როგორც ექიმები, როგორც ადამიანები… ჩვენ ვართ გუნდი, და ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის პაციენტი, აქ მოსული, არავინ უკმაყოფილო არ უნდა წავიდეს.

ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ სრულყოფილი არავინაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთებისას იყო კეთილსინდისიერი ადამიანების წინაშე. დანამდვილებით ვიცი, რომ აქ მომუშავე ნებისმიერი პიროვნება არის პროფესიონალი და პატიოსნად ეკიდება თავის საქმეს.

- რატომ გაგიჩნდათ ასეთი კამპანიის ჩატარების სურვილი?

- ჩვენი სამედიცინო ცენტრი, არსებობის უკვე თითქმის 30 წლის მანძილზე, ორიენტირებულია ჩვენს ქვეყანაში მედიცინის განვითარებაზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტს არ მოუწიოს სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცედურებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება. ჩვენ გვაქვს სწორება ევროპულ მედიცინაზე. ყველაფერი, რაც კი დანერგილა და შემოგვიტანია კლინიკაში, იყო ბოლო სიტყვა სამედიცინო პრაქტიკაში, სრულიად ახალი და უნიკალური რეგიონისთვის და ზოგჯერ ბევრი ევროპული თუ ამერიკის კლინიკისთვისაც. სპეციალისტები, როგორც წესი, საუკეთესონი თავის დარგში, სწავლობდნენ და გადიოდნენ ტრენინგებს საზღვარგარეთ, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ფორუმებში და ვორქშოფებში.

…და ამ ყველაფრის ფონზე, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენს საზოგადოებაში ქართველი ექიმების მიმართ არსებობს გარკვეული უნდობლობის მომენტი: რომ ისინი არ უთმობენ საკმარის დროს პაციენტს, თითქოს შეიძლება რამე გამორჩეთ და ან სწორად არ შეაფასონ მათი მდგომარეობა. სხვა სამედიცინო დაწესებულებების სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, სრულიად მცდარია შეხედულება, თითქოს რომელიმე ჩვენს ექიმს პაციენტის მდგომარეობა გულთან ახლოს არ მიჰქონდეს.

რეალურად, ჩვენი ექიმები პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე მეტად, სწორედ პაციენტების მდგომარეობას უზიარებენ ერთმანეთს და არ ვიცი, თუ რამე უფრო მეტად ახარებთ, ვიდრე მათ მკურნალობაში მიღწეული წარმატება.

ექიმითვის მისი საქმე ფაქტობრივად მისი ცხოვრებაა და სხვაგვარად წარმოუდგენელია. სწორედ ამის ჩვენება გვინდა საზოგადოებისთვის – ჩვენი ექიმების პიროვნული ღირსებების და ამაზე დაფუძნებული საქმის სიყვარულის, თავდადების, პროფესიონალიზმის. გვესმის, რომ დიდ საქმეს ვეჭიდებით. გვინდა, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რაც ნამდვილად არ არის იოლი, ავამაღლოთ ცნობადობა, გავზარდოთ ნდობა ქართველი ექიმების მიმართ.

mkurnali.geძალიან დიდ შრომას და რესურსს ვდებთ პაციენტებთან ურთიერთობაში. დღეს ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში, ძნელია ადამიანს დაუშალო საკუთარ დაავადებაზე მეტი გაიგოს, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამ ინფორმაციას პროფესიონალისგან მიიღებს, რადგან არასწორმა იტერპრეტაციამ შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოშვას და უარყოფითად იმოქმედოს თავად პაციენტების მდგომარეობაზე. განსაკუთრებით ეს ეხება ონკოპაციენტებს. ინფორმაციის ინტერნეტით მოძიებას, სჯობს ექიმს უამბოთ თქვენი ეჭვების შესახებ. ის კვალიფიციურად აგიხსნით და გირჩევთ, როგორ მოიქცეთ. ასე მარტო არ იქნებით თქვენს დაავადებასთან, რაც უთუოდ, ძალიან მძიმეა.

ჩვენი კლინიკა მრავალპროფილურია, მაგრამ პაციენტების დიდი ნაწილი სწორედ ონკოლოგიური პროფილისაა. საქართველოში ონკოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების რაოდენობა ჩვენი დონის სხვა ქვეყნებს არ აღემატება, მაგრამ სამწუხაროდ აქ ძალიან გვიანი მომართვიანობაა, ხშირად მესამე ან მეოთხე სტადიაზეც. ჩვენს უცხოელ კოლეგებს უკვირთ კიდეც ამდენი დაგვიანებული შემთხვევის არსებობა. ამის მიზეზი, გარდა კიბოზე, როგორც სტიგმაზე დამკვიდრებული შეხედულებისა, სოციალურ პრობლემებშიც უნდა ვეძიოთ. პაციენტების დიდ ნაწილს დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში, ფინანსური პრობლემების გაჩენის შიში უფრო აქვს ვიდრე საკუთრივ დიაგნოზის.

არადა, დაავადების ადრეულ სტაციაზე განკურნების შანსიც უფრო მაღალია და ფინანსური დანახარჯიც ბევრად ნაკლები! მითუმეტეს, რომ საქართველოში საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ონკოლოგია პრაქტიკულად მთლიანად იფარება.

მე პირადად მიმაჩნია, რომ სტერეოტიპების დამსხვრევის ყველაზე კარგი მაგალითი არის კიბოსთან გამკლავების ყოველი ისტორიის საჯაროდ ჩვენება. ჩვენს ერთ–ერთ კამპანიაში ვყვებით ადამიანებზე, რომლებმაც კიბო საქართველოში, ქართველ ექიმებთან ერთად დაამარცხეს. გვყავს უცხოელი პაციენტებიც, რომლებიც მკურნალობას ჩვენს ექიმებთან ამჯობინებენ.

ვინც შიშობს, რომ შესაძლებელია რაღაც სჭირდეს, რეკომენდაცია უნდა მიეცეს, პრევენციის მიზნით ჩაიტაროთ გამოკვლევები. პროფილაქტიკური შემოწმება დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ საწყის სატადიაზე თითქმის ყველა პათოლოგიური პროცესი შექცევადია.

ჩემი ოცნებაა საქართველოში შევქმნათ ისეთი მედიცინა, სადაც ძირითადი მიმართულება იქნება სწორედ დაავადებათა პროფილაქტიკა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მედიცინის მომავალი. ამას ჩვენი პოტენციური პაციენტების ჩართულობის და მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებთ. აი, ამისთვის გვჭირდება ურთიერთნდობის გაღრმავების კამპანიები.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

სტატია მომზადებულია Marketer.ge-ს მიერ.