როგორია გრიპის ეპიდსიტუაცია საქართველოში? - რომელი ვირუსებია ამჟამად გავრცელებული? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია გრიპის ეპიდსიტუაცია საქართველოში? - რომელი ვირუსებია ამჟამად გავრცელებული?

საქართველოში მოცირკულირე ვირუსების შესახებ:

საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან მოწოდებიული მონაცემების მიხედვით, ამჟამად გავრცელებული ვირუსებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ლაბორატორიულად დადასტურებული  B გრიპის ვირუსი, ასევე გავრცელებულია ადენოვირუსი, რინოვირუსი და AH1 და AH3 გრიპის ვირუსები.

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

სწორედ ამ ბოლო დიაგრამაზე ჩანს, რომ B გრიპის ვირუსი (ყვითლად მონიშნული) ბოლო 3 კვირის განმავლობაში ყველაზე ხშირად იქნა დიაგნოსრირებული ლაბორატორიულად. შემდეგ ყველაზე ხშირად აღინიშნა რინოვირუსი და ადენოვირუსი. გვინდა შეგახსენოთ, რომ გრიპისა და გრიპისმაგვარი რესპირატორული დაავადებების დროს უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

  • თუ ბავშვს ტემპერატურა 38,5-ს ზემოთ აეწევა და ეს მდგომარეობა თუნდაც ერთი დღით გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივე ეხებათ ორსულებსაც.
  • აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 38,5 და მეტი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გრძელდება.
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ნახველში სისხლის ნაწილაკები გაჩნდება, თუნდაც მცირე რაოდენობით.
  • დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ნახველში ჩირქს შენიშნავთ.
  • სხვა შემთხვევებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სახლში, მშვიდ გარემოში, ფიზიკური დატვირთვის გარეშე.
  • მიიღეთ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები
  • საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების ჩართვის გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს
  • ექიმის დანიშნულების გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, ისინი ვირუსის მკურნალობისას არაეფექტურია. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ინიშნება.
  • მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა: დაცემინებისა და ხველების დროს, ხელის ნაცვლად ავიფაროთ ხელსახოცი.
  • ხშირად დავიბანოთ ხელები.