თბილისის ბალნელოლოგიური კურორტი- ჯანმრთელობის, რეაბილიტაციის, სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისის ბალნელოლოგიური კურორტი- ჯანმრთელობის, რეაბილიტაციის, სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი

რამეთუ მისი დაარსება მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ, მე-5 საუკუნის დასაწყისში, ნადირობისას აღმოჩენილმა თერმულ-მინერალურმა წყლებმა განაპირობა.

1938 წლამდე, ოფიციალურ კურორტად აღიარებამდე, იგი ტრადიციულად იყო ადგილობრივი მოსახლეობისა თუ ჩამოსული სტუმრების თავშეყრის ადგილი, რასაც თან ახლდა ლხინი, გასუფთავება და გაჯანსაღება.

სხვადასხვა დროს თბილისის აბანოების სტუმრები იყვნენ: ცნობილი ფრანგი მოგზაური შარდენი, ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი, ცნობილი ქირურგი პიროგოვი და მრავალი სხვა.

დღეს, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მსოფლიოს იმ იშვიათ კურორტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ისტორია და გამოცდილება მრავალ წელს ითვლის. მას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კურორტის 80 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ უნიკალური გოგირდის აბაზანები (წიწვით, ზღვის მარილით, ევკალიპტით, იოდით), ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. გოგირდის მინერალური წყლები ასევე რეკომენდებულია სხვადასხვა პროფილის დაავადებათა მკურნალობა-რეაბილიტაციაში.

გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმი-რეაბილიტოლოგი ლია ავალიანი.

mkurnali.ge

ქალბატონო ლია, რა სახის პროცედურებს სთავაზობს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ქართველ და უცხოელ მომხმარებელს?

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი წარმოადგენს უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო და ტურისტულ- გამაჯანსაღებელ სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს.

ჩვენთან მოსულ პაციენტს თუ მომხმარებელს ვთავაზობთ მკურნალობასა და რეაბილიტაციას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:ძვალ-სახსროვანი, კუნთოვანი, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების, გინეკოლოგიური, უროლოგიური, კანის, ბავშვთა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული და სხვა დაავადებების დროს.

კურორტზე ფუნქციონირებს კვალიფიციური, სხვადასხვა პროფილის ექიმებით დაკომპლექტებულიგუნდი. ყველა პროცედურა ინიშნება ექიმის მიერ, პაციენტის სათანადო კვლევებისა და დიაგნოსტირების შემდეგ. ეს არის თბილისში ადგილი, სადაც მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია კურორტოლოგიური მკურნალობის მიღება.

კურორტზე ფუნქციონირებს სამედიცინო და დიაგნოსტიკური სერვისები:

- კლინიკური ლაბორატორია, ელექტროკარდიოგრაფია, შინაგანი ორგანოებისა და სახსრების ექოსკოპია, რენტგენი, დუოდენალური ზონდირება; სხეულის ყველა ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა უახლესი დენსიტომეტრის აპარატით, რომელიც ოსტეოპოროზის დიაგნოსტირების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია.

- ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ფონფორეზი, ელექტროსტიმულაცია, ლაზეროთერაპია, დარტყმითი ტალღური თერაპია, ულტრა მაღალი სიხშირის ველი და სხვ.

- ბალნეოთერაპიული პროცედურები: პარაფანგოთერაპია, წყალქვეშა გაჭიმვა ქრომოთერაპიით, შარკოსშხაპი; ჰიდრომასაჟი გოგირდოვან აბაზანაში,ტალახისაპლიკაცია და ტალახით სხეულის მთლიანიშეფუთვა, ჰიდროკოლონოთერაპია და სხვ.

საქართველოში მხოლოდ ჩვენთან ხერხემლის მშრალი გაჭიმვა ტარდება არა პასიურად განსაზღვრული წონის საშუალებით, არამედ თანამედროვე მოდერნიზებულ ფუნქციურ ტახტზე სრულდება პაციენტის ვარჟიში დაავადების შესაბამის კომფორტულ, ბიომექანიკურ პოზაში, რაც დეფექტის ფიზიოლოგიური გზით გასწორების საშუალებას იძლევა.

კურორტზე ტარდება სამედიცინო და სხვადასხვა მასაჟები: სამკურნალო მასაჟები სხვადასხვა დაავადებების დროს, ჩვილ ბავშვთა მასაჟი, ტალახით მასაჟი, ანტიცელულიტური, ოთხი ხელით, ვაკუმ-მასაჟი, ტაი-იოგა მასაჟი, სთოუნთერაპია (ცხელი ქვებით მასაჟი), სახის - კოსმეტიკური, მიოფასციალური და ბუკალური მასაჟი და სხვ..

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე მუშაობს ბავშვთა ცერებრული დამბლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დაფინანსებითშესაძლებელია ლოგოპედის, ფსიქოლოგის, ოკუპაციურითერაპევტის, მასაჟისტისა და ფიზიკური თერაპევტის დახმარების მიღება.

რა დროს არ არის რეკომენდებული აღნიშნული პროცედურები?

ბალნეოლოგიურ კურორტში ჩატარებული თითოეული პროცედურა ექიმის დიაგნისტირებითა და მეთვალყურეობით ტარდება. თითოეული პაციენტისათვის ყველა ჩვენება თუ უკუჩვენება ინდივიდუალურად ისაზღვრება. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებებისას მასაჟი აკრძალული იყო, თუმცა ახლა, თუ ძუძუს კიბოს დროს, მასტექტომიის შემდეგ, არ გაკეთდა ლიმფოდრენაჟი, ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება ინვალიდი დარჩეს.

ოსტეოპოროზის დროს ასევე იკრძალება მანუალური თერაპია, თუმცა მანუალური თერაპიის პროცედურა მხოლოდ ბიძგებს და მანიპულაციებს არ მოიაზრებს.პოსტიზომეტრული რელაქსაციური ვარჯიშებით მობილიზაცია დასაშვებია ოსტეოპოროზების დროსაც. მთავარია პროცედურებს კვალიფიკაციური კადრები ასრულებდნენ.

რამდენადაც ვიცი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ესთეტიკური პროცედურებითაც გამორჩეული ადგილია…

გარდა მკურნალობისა, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტში შესაძლებელია სპა-ველნეს მომსახურების მიღება. როგორც უკვე ავღნიშნეთ ჩვენთან კეთდება არაერთი სახეობის მასაჟი,ლაზერულიეპილაცია, გვაქვს უახლესი სოლარიუმის აპარატი, სველი და მშრალი საუნა, სარელაქსაციო ოთახი თერმული ქვებით და გოგირდის აუზებით. კურორტი ასევე გთავაზობთ იოგა, პილატესი, ზუმბა და აკვა-აერობიკის გაკვეთილებს.

ქალბატონო ლია, გარდა პროცედურებისა, ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების კვალიფიკაცია.

1991 წლიდან, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე, ფუნქციონირებს მასაჟის სკოლა „ავანი“. კურორტზე დასაქმებული მასაჟისტები ჩვენი სკოლის აღზრდილები არიან. ვასწავლით და ვასაქმებთ. ჩვენი მასაჟისტები მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიულ ჩემპიონატებში. გვყავს საქართველოსა და ევრაზიის ჩემპიონები. მსოფლიოს დაპყრობასაც ვაპირებთ.

ჩვენ მუდმივი პროგრესის პროცესში ვართ. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე დაარსდა საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი, აქვე შენდება 4 ვარსკვლავიანი სასტუმროც. დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და ამბიციური პროექტი. მაღალი ხარისხის შენარჩუნება, საუკეთესო სერვისი და მომხმარებლის ნდობის გამართლება ჩვენს მთავარ მიზნად არის დასახული.

თითქმის ერთი საუკუნის წინ დაარსებულითბილისის ბალნეოლოგიური კურორტი იზრდება, ფართოვდება, ლამაზდება, ივსება უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო აპარატურით, რაც მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლეების დანერგვისა და შეთავაზების საშუალებას იძლევა. კურორტის მესვეურები მაქსიმალურად ცდილობენ შეუნარჩუნონ კურორტს ძველი, ისტორიული სახე და სიდიადე, რაც მცირე დეტალებშიდაც კიადვილი შესამჩნევია.

R