რა არის ჰიპერჰიდროზის ანუ ჭარბოფლიანობის მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ჰიპერჰიდროზის ანუ ჭარბოფლიანობის მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი?

საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ნევროლოგი ირინე ხატიაშვილი,

ჰიპერჰიდროზი ნიშნავს ჭარბ ოფლიანობას. იგი შეიძლება იყოს ზოგადი, როდესაც ადამიანს მთელ სხეულზე ჭარბი ოფლიანობა აღენიშნება, და ლოკალური. აქ, რა თქმა უნდა,საუბარი არ არის ბუნებრივ ოფლიანობაზე,რომელიც ვითარდება მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვისა და ა.შ. დროს.

ჰიპერჰიდროზი პათოლოგიურია იმ შემთხვევაში, როდესაც არაადეკვატურ სიტუაციაში ჭარბად გამოიყოფა ოფლის დიდი რაოდენობა.

ჰიპერჰიდროზი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მდგომარეობით, მაგ.: ფარისებრი ჯირკვლის ან სხვა რომელიმე პრობლემით. ამ შემთხვევაში,საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა.

ლოკალური, ანუ ადგილობრივი ჰიპერჰიდროზი ფაქტობრივად, თანდაყოლილი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს სხეულის რამოდენიმე ნაწილზე აქვს ჭარბად განვითარებული საოფლე ჯირკვლები. აღნიშნული ჯირკვლები კი დიდი რაოდენობით გამოყოფენ ოფლს. ლოკალური ჰიპერჰიდროზი უფრო ხშირად გვხვდება მტევნების, ტერფების და იღლიის მიდამოში. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სხეულის მხოლოდ ერთი მიდამოს (მტევნების, ან ტერფების, ან მხოლოდ იღლიის) ჰიპერჰიდროზი, თუმცა გვხვდება კომბინირებული- მტევნის, იღლიის, ტერფის, შუბლის და სახის ჰიპერჰიდროზიც.

როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის მკურნალობა?

არსებობს გარეგანი გამოყენების ბევრი საშუალება: საცხები, დეოდორანტები და ა.შ. რომლებიც შეიძლება ცოტათი ამცირებდნენ ოფლის გამოყოფას, მაგრამ დიდი ეფექტი მათ, როგორც წესი, არ აქვთ. განსაკუთრებით შემაწუხებელია მტევნის და ტერფის ჰიპერჰიდროზი, თუმცა იღლიის ჰიპერჰიდროზიც ესთეტიკური და ჰიგიენური თვალსაზრისითაც საკმაოდ არასასურველია, განსაკუთრებით სამსახურებრივ გარემოში.

მტევნების ჰიპერჰიდროზისას ადამიანს ფაქტობრივად, ხელები წყალში ამოვლებულივით, სულ სველი აქვს. ზოგჯერ იმდენად ძლიერადააგამოხატული, რომ ოფლი პირდაპირ მტევნებიდან წვეთავს, რაც ყოვლად მოუხერხებელია. გარდა ამისა, ხდება კანის გაღიზიანება და შეიძლება ეგზემა განვითარდეს. რაც შეეხება ტერფს, ის სულ ფეხსაცმელშია მოქცეული და გამოდის, რომ ადამიანს ტერფები გამუდმებით სველი აქვს. შესაძლებელია განვითარდესკანის მეორეული დაზიანება, ამიტომ ამ მდგომარეობის მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ფაქტობრივად ერთადერთი ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი ბოტულინის ტოქსინის ინექციაა.

რაში მდგომარეობს მკურნალობის ეს მეთოდი და ზოგადად, რა არის ბოტულინის ტოქსინი?

თავისთავად ბოტულინის ტოქსინი არის ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ძლიერი შხამი, რომელიცექიმის მიერ სათანადო გამოყენებისას, ერთ-ერთი უსაფრთხო წამალია. მას პაციენტი თვითონ ვერ გაიკეთებს, არ არისთავისუფალ გაყიდვაში.ბოტულინის ტოქსინის გამოყენებას სპეციალური ცოდნა და შესაბამისი დანიშნულება სჭირდება.

როგორ მოქმედებს ბოტულინის ტოქსინი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში?

ჰიპერჰიდროზის მიდამოში, ლოკალურად განსაზღვრულ წერტილებში, ინსულინის შპრიცით კანში კეთდება ბოტულინის ტოქსინის ინექცია. ის ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს, რის შედეგადაც შესაბამისზონაში განლაგებულ საოფლე ჯირკვლებში ოფლის გამოყოფა მკვეთრად მცირდება და თითქმის ნორმამდე დადის. მედიკამენტის ეფექტი ინექციიდან რამდენიმე დღეში იწყება და 6-9 თვის განმავლობაში გრძელდება. რადგანაც აღნიშნული პრობლემა ქრონიკულია, წამლის ინექცია კეთდება გარკვეული რეგულარობით.

ერთ ვიზიტზე განხორციელებული პროცედურა რამდენადაა ეფექტური?

მაგალითად, იღლიის და ტერფის ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, ერთ ვიზიტზე კეთდება რეკომენდებული დოზა. რაც შეეხება მტევნებს, ხელს ადამიანი უფრო აქტიურად ხმარობს. თეორიულად არსებობს რისკი, რომ ბოტულინის ტოქსინის ინექციის შემდეგ განვითარდეს მტევნის კუნთების მცირედი სისუსტე, რომელიც უმნიშვნელო და გარდამავალია. ამიტომ პირველად ბოტულინის ინექცია ადამიანს უკეთდება არადომინანტურ ხელზე (ცაციას მარჯვენა ხელზე უკეთდება და პირიქით). სტანდარტული რეკომენდებული დოზის შეყვანის შემდეგ რამდენიმე დღე ვაკვირდებით ამ ხელს. კუნთების სისუსტის განვითარების შემთხვევაში მეორე ხელზე ინექციას ვაკეთებთ სხვა წერტილებში ან უფრო ნაკლები დოზით. აღნიშნული გვერდითი ეფექტი ხანმოკლეა და 2-3 კვირას მოიცავს. ამიტომაც ხელების ჰიპერჰიდროზისას ბოტულინის ტოქსინის ინექცია კეთდება ჯერ ერთ ხელზე და 2 კვირაში მეორეზე.

საჭიროებს თუ არა ბოტულინის ტოქსინის ინექცია გაუტკივარებას?

იღლიაში, იმდენად უმნიშვნელოა ტკივილი (მცირედი ჩხვლეტის შეგრძნება), რომ ბოტულინის ტოქსინის ინექცია კეთდება გაუტკივარების გარეშე.მტევანზე და ტერფზე კი ბევრი რეცეპტორია, ამიტომ სასურველია ამ მიდამოების ანესთეზია. აღნიშნული ზონებში ბოტულინის ტოქსინის ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს რეგიონული ანესთეზიით, თუმცა უფრო ხშირად გამოიყენება ადგილობრივი სპეციალური კრემები, რომლთა კანზე წასმისას აღინიშნება ხანმოკლე ანესთეზია.

ჰიპერჰიდროზის მკურნალობის მიზნით ბოტულინის ტოქსინის ინექციის უკუჩვენებად რა შეიძლება ჩაითვალოს?

ბოტულინის ტოქსინის ლოკალურ ინექციას, ფაქტობრივად, უკუჩვენება არ გააჩნია.ალერგიული რეაქცია უკიდურესად იშვიათია ამ მედიკამენტზე.

კანზე ჭრილობის, დაზიანების, ხალების მიდამოში ბოტულინის ტოქსინის ინექცია არ კეთდება.

ჰიპერჰიდროზის დროს ბოტულინოთერაპიის შემდეგ მიიღწევა დადებითი შედეგი პაციენტთა უმრავლესობაში, მნიშვნელოვნად მცირდება ჭარბოფლიანობა და უმჯობესდება პაციენთტთა ცხოვრების ხარისხი.

დამატებითიინფორმაციისთვისშეგიძლიათდაგვიკავშირდეთზემოთმითითებულნომერზესამუშაოდღის 15:00-19:00 სთ.ტელ : 577 78 65 78

R