ვერ ახერხებთ დაორსულებას? თქვენ დაგეხმარებათ უახლესი რეპროდუქციული ტექნოლოგიები! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვერ ახერხებთ დაორსულებას? თქვენ დაგეხმარებათ უახლესი რეპროდუქციული ტექნოლოგიები!

არსებობს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის უამრავი მიზეზი როგორც ქალის, ისე მამაკაცის მხრიდან. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში წყვილებს მაინც შეუძლიათ ბავშვის გაჩენა უახლესი რეპროდუქციული ტექნოლოგიების დახმარებით.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება დღემდე ეჭვის თვალით უყურებს „სინჯარაში“ ჩასახვის თანამედროვე მეთოდებს, უამრავი წყვილისთვის ეს ერთადერთი შანსია - გახდნენ მშობლები. დღესდღეობით არსებობს ხელოვნური განაყოფიერების უამრავი მეთოდი, რომლის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა, რომელიც არაფრით განსხვავდება ტრადიციული მეთოდით გაჩენილი ბავშვისგან არც ფიზიკურად, და არც ინტელექტუალურად.

საშვილოსნოშიდა ინსემინაცია

ეს არის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომლის დროსაც ხდება მამაკაცის წინასწარ მომზადებული სპერმის შეყვანა ქალის საშვილოსნოს ღრუში კლინიკურ პირობებში. პროცედურა თავისთავად უმტკივნეულოა და სულ რაღაც რამდენიმე წუთს გრძელდება. მკურნალობის ეს მეთოდი ზრდის წარმატებული განაყოფიერების შანსებს გადატანილი ინფექციების შემდეგ, სპერმის დაბალი რაოდენობის, სექსუალურ-ეაკულატორული აშლილობების, სპერმის მიმართ ანტისხეულების არსებობისა ან სასქესო ორგანოებს პათოლოგიების დროს.

mkurnali.ge

ICSI - ინტრაციტოპლაზმური სპერმატოზოიდების ინექცია

მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მამაკაცისგან წინასწარ მიიღება ჯანმრთელი აქტიური სპერმატოზოიდი, რომელიც შემდგომში, ლაბორატორიულ პირობებში, შეიყვანება პირდაპირ კვერცხუჯრედში მიკრონემსის მეშვეობით. ინსემინაციის შემდეგ ჩამოყალიბებული ემბრიონი კვლავ თავსდება საშვილოსნოში. ეს მეთოდი გამოიყენება მამაკაცის სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობის, ეაკულატში მათი სრული არარსებობის (აზოოსპერმია), სპერმატოზოიდების ცუდი მოძრაობისა ან მათი პათოლოგიის შემთხვევაში.

ეკო - ექსტრაკორპორალური განაყოფიერება

დღესდღეობით ეს არის რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს (უზრუნველყოფს) კვერცხუჯრედის განაყოფიერებას და ზრდას დედის საშვილოსნოს გარეთ. მკურნალობა იწყება ჰორმონალური სტიმულაციით, რომელიც განაპირობებს ქალებში ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფებას ერთი ციკლის მანძილზე. შემდეგ ოვულაციის დროს ხდება მათი ამოღება საკვერცხეებიდან, და მათი განაყოფიერება ლაბორატორიულ პირობებში წინასწარ მომზადებული სპერმით. ამის შემდეგ კვერცხუჯრედებს ათავსებენ ინკუბატორში, და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე მომწიფებული ემბრიონი გადაიტანება პაციენტი ქალის საშვილოსნოში. ეს მეთოდი გამოიყენება საშვილოსნოს მილების პათოლოგიების, მამაკაცებში დაბალი ხარისხის სპერმის, ენდომეტრიოზის, იმუნოლოგიური უნაყოფობის დროს.

IVM – სინჯარაში კვერცხუჯრედების ზრდა (კულტივირება)

ეს მეთოდი ძალიან ჰგავს ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას. მაგრამ ეკგ-სგან განსხვავებით, ქალის ორგანიზმიდან მიიღებენ მოუმწიფებელ კვერცხუჯრედებს, რომლებიც აგრძელებენ მომწიფებას უკვე ლაბორატორიულ პირობებში. ეს იძლევა ჰორმონალური თერაპიის მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის განვითარების რისკს. ჩვენებები ამ პროცედურისთვის არის იგივე რაც ეკგ-ს დროს.

(TESA) - სპერმატოზოიდების წვრილნემსიანი ასპირაცია სათესლე ჯირკვლებიდან

TESA-ს მეთოდი წარმოადგენს საკვერცხე ჯირკვლების ბიოფსიას, რა დროსაც ქირურგი ასპირაციის (პუნქციის) მეშვეობით იღებს სპერმატოზოიდებს სათესლე ჯირკვლებიდან. ეს მეთოდი გამოიყენება აზოოსპერმიისას, როდესაც მამაკაცის ეაკულატი საერთოდ არ შეიცავს სპერმატოზოიდებს.

მიკრო-ტეზე (micro-TESE) - სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია სათესლე ჯირკვლებიდან

სათესლე ჯირკვლების ბიოფსიის კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდი. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ პროცედურა ტარდება მიკროსკოპის გამოყენებით. ამის წყალობით იგი ნაკლებად ტრავმატულია და ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მაქსიმალურად ზუსტ შეგროვებას, რაც ზრდის წარმატებული განაყოფიერების შესაძლებლობას.

mkurnali.ge

დამხმარე ჰეჩინგი - ემბრიონის გარსის ხელოვნური გახსნა

ეს არის მიკროქირურგიული მეთოდი, რომელიც ეხმარება ემბრიონს გადალახოს ძალიან მყარი დამცავი გარსი და დაინერგოს ენდომეტრიუმის უჯრედებში. მეთოდი ხშირად გამოიყენება 35 წელს გადაცილებულ პაციენტ ქალებში და რიგი სხვა ფაქტორების დროს.

კვერცხუჯრედების კრიოკონსერვაცია

ეს მეთოდი საშუალებას იძლევა წინასწარ შეირჩეს და შენახული იქნეს ჯანმრთელი კვერცხუჯრედები ქალებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თუ იგი არ გეგმავს ბავშვის გაჩენას უახლოეს პერიოდში. აღნიშნულ შემთხვევაში ემბრიონი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახება თხევად აზოტში -196С ტემპერატურაზე. შემდგომში შესაძლებელია მათი გამოყენება ხელოვნური განაყოფიერებისთვის იმ შემთხვევაში, თუ დროთა განმავლობაში ქალის კვერცხუჯრედების ბუნებრივი რეზერვები ამოიწურება.

PRP საკვერცხეების და საშვილოსნოს გაახალგაზრდავება

ეს არის ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. მოცემულ შემთხვევაში მკურნალობა ტარდება თრომბოციტებით (PRP – Platelet Rich Plasma) გამდიდრებული საკუთარი სისხლის პლაზმის მეშვეობით. მაგალითად, PRP-ის შეყვანა საკვერცხეების არეში ხელს უწყობს ქსოვილების გაახალგაზრდავებას და ახალი ჯანსაღი კვერცხუჯრედების განვითარებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საკვერცხეების დაბალი რეზერვების მქონე ქალებისთვის, თუ არსებობს მენოპაუზის ადრეული დადგომის რისკი, და ასევე კვერცხუჯრედების სრული არარსებობის შემთხვევაში. ამგვარად, ბოლო გამოკვლევების შედეგების თანახმად, PRP დადებით ზეგავლენას ახდენს საშვილოსნოს ქსოვილებზე, მათი რეგენერაციის სტიმულირების გზით. მისი გამოყენება შესაძლებელია ენდომეტრიუმის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ემბრიონი ვერ ახერხებს საშვილოსნოში მიმაგრებას, ეკგ–ს მეშვეობით წარმატებული განაყოფიერების მიღწევის მიუხედავად.

Embryoglue - ემბრიო წებო

კიდევ ერთი ახალი მეთოდი, რომელიც 25%-ით ზრდის წარმატებული ორსულობის შანსებს. იგი გამოიყენება ემბრიონის საშვილოსნოს არეში გადატანის დროს ენდომეტრიუმის ქსოვილებთან მისი წარმატებული მიმაგრებისთვის. ამისთვის ემბრიონს წინასწარ ათავსებენ 30 წუთით სპეციალურ ემბრიოწებოში, რომელიც ეხმარება მას საშვილოსნოში ეფექტურ მიმაგრებაში. ეს მეთოდი რეკომენდირებულია გამოსაყენებლად ეკგ-ს რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ და 39 წელს გადაცილებულ ქალებში.

mkurnali.ge

პგდ (პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა)

ეს არის დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა განაყოფიერებამდე გამოვლინდეს მემკვიდრეობითი (გენეტიკური) დაავადებები და ქრომოსომული ანომალიები.

სამედიცინო ცენტრი „ანადოლუ“

მთელ მსოფლიოში ცნობილ ამერიკულ კლინიკასთან „Johns Hopkins Medicine“ აფილირებული, ქ. სტამბულში მდებარე სამედიცინო ცენტრი „ანადოლუ” წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ცენტრს ეკგ-ს დარგში. ცენტრი გთავაზობთ სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს, მამაკაცთა და ქალთა უნაყოფობის სტანდარტული მკურნალობიდან - ხელმისაწვდომ უახლეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებამდე.

• მაჩვენებლები უფრო მაღალია ვიდრე ამერიკის კლინიკებში

• ამერიკაში სერტიფიცირებული სამედიცინო პერსონალი;

• თანამედროვე ემბრიოლოგიური ლაბორატორია;

• მაღალი შედეგები უნაყოფობის ყველაზე რთულ შემთხვევებშიც კი.

თქვენ შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გაიაროთ კონსულტაცია „ანადოლუ”-ს ექიმებთან მკურნალობის თაობაზე, გააგზავნოთ თქვენი მოთხოვნა ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან საიტის მეშვეობით:

საიტი: https://anadolumedicalcenter.ro/ivf-anadolu/

ტელეფონი: + 90 (262) 678 54 08, + 90 (262) 678 28 03

ელ. ფოსტა: int.patients@anadolusaglik.org

R