საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს შესთავაზებს.

15 ნოემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ტური გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის მიზანს უახლესი სტანდარტების ახალი დიაგნოსტიკური ცენტრისდემონსტრირებაწარმოადგენდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი თბილისში, თამარაშვილის #4-ში3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

მოწვეულმასპეციალისტებმა ტურის მონაწილეებს დიაგნოსტიკური ცენტრის უნიკალურიშესაძლებლობები გააცნეს, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

mkurnali.ge

„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ თანამშრომლობს GENERAL ELECTRIC-თან და შესაბამისად, დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია კომპანიის თანამედროვე აპარატურით, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. კერძოდ, აღსანიშნავია უახლესი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, ასევე, მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს. გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ გამოირჩევა ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით, ექოსკოპებით, ენდოსკოპებით, რენტგენოსკოპიური და რენტგენოგრაფიული აპარატურით.

მოწვეულ მედიის წარმომადგენლებს „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“დირექტორმა, ბატონმაზაზა კოპლატაძემ უმასპინძლა.დიაგნოსტიკური ცენტრი ერთ-ერთი პირველია, არამხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში, რომელსაც უმაღლესი სტანდარტების მქონე ულტრათანამედროვე აპარატურა ექნება, რაც „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფისა“ და მთელი საქართველოს უდიდესი წარმატებაა.

„3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი დღესდღეობით წარმოადგენს GENERAL ELECTRIC-ის უახლეს მოდელს. ეს არის ბოლო თაობის აპარატურა, რომელიც ძალიან ადრეულ პერიოდში იძლევა ნებისმიერი დაავადების დიგნოსტირების, იდენტიფიცირებისა და შემდგომი გამოვლინების შესაძლებლობას. ეს არის ნებისმიერი პათოლოგიის გამოვლენის, მისი დროული მკურნალობისა და გამოჯანმრთელების წინაპირობა,“ - განმარტავს ზაზა კოპლატაძე.

mkurnali.ge

ტურის შემდეგ, ამავე დღეს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტებისდიაგნოსტიკური ცენტრის პრეზენტაცია ოფიციალურად შედგა.

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ აღჭურვისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე კლინიკაში დასაქმებულთა რიცხვი 120 ადამიანს შეადგენს.

„აღსანიშნავია, რომ „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურიცენტრი“ დაკომპელქტებულია იმ სპეციალისტებით, რომლებმაც საკმაოდ კარგი განათლება მიიღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. დღეს ისინი დაგვიბრუნდნენ და შესაბამისად, პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს ჩაუტარებენ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკასა და ევროპაშიაღიარებული წამყვანი ექიმები. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას, - აღნიშნავს „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენსაქართველოში წამყვანი პრაქტიკოსი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სხვა სპეციალისტები.

R