ასეთი გმირ ექიმებზე დგას ქართული მედიცინა! - "თეთრი ხალათების" აქციას არაერთი კლინიკა უერთდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასეთი გმირ ექიმებზე დგას ქართული მედიცინა! - "თეთრი ხალათების" აქციას არაერთი კლინიკა უერთდება

იგი ახალგორში ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ქართველი ექიმის დაკავების შესახებ ოსურმა მედიამ დაწერა და შემდეგ ქართულმა მხარემაც დაადასტურა ინფორმაცია. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას და ცხინვალის სასამართლოში განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება.

გათავისუფლებულებმა განაცხადეს, რომ ერთადერთი რამ, რასაც ოკუპირებული რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილისგან მოითხოვს, არის ის, რომ აღიაროს "საზღვრის გადაკვეთა".

- "ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ. მან უარი განაცხადა რუსულად საუბარზე და თარჯიმანი მოითხოვა"- ჰყვება ღვინიაშვილი.

"სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან. ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებით... " - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

სწორედ მსგავსი გმირი მოქალაქეებზე დგას ქვეყნის ღირსება! ასეთი გმირ ექიმებზე დგას ქართული მედიცინა!

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად "თეთრი ხალათების" აქცია თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ კლინიკების ეზოებში და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ექიმები აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ არის დაკავებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ჩაფიძის გულის ცენტრი: ვუცხადებთ თანადგომას საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილ ვაჟა გაფრინდაშვილს.

ექიმის დაკავება მაშინ, როდესაც ის პაციენტის დასახმარებლად მიემართება, არის ყოველგვარი ადამიანური ღირებულებების უარყოფა.

ვიმედოვნებთ, რომ ცნობილი ქართველი ორთოპედ-ტრამვატოლოგი მალე დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს პროფესიულ საქმიანობას.

გაგუას კლინიკა: გაგუას კლინიკის გუნდი სრული შემადგენლობით, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო და ვიმედოვნებთ დროულად მოხდება უკანონო ტყვეობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქის გათავისუფლება.

კლინიკა ენმედიცი: კლინიკა "ენმედიცი" მხარდაჭერას უცხადებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებულ ცნობილ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა იმის გამო დასაჯეს რომ ის თავის პროფესიულ ვალდებულებას ასრულებდა თავისივე ქვეყანაში.

ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიული არხების ზეწოლით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებულ ექიმს მალე გაათავისუფლებენ.

"ავერსი": "თეთრი ხალათების" აქციას შეუერთდნენ კომპანია "ავერსის" კლინიკებიც.

"თეთრი ხალათების" აქციას, რომელიც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა, ავერსელი ექიმებიც შეუერთდნენ. ერთად დგომით აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება გააპროტესტეს.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს "ავერსის კლინიკის", აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის, "ახალი სიცოცხლისა" და ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" ექიმებმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სანახავად მიდიოდა, როდესაც ოკუპანტებმა დააკავეს. ამჟამად ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და კატეგორიულ უარს აცხადებს, საზღვრის გადაკვეთა აღიაროს. მისი თქმით, საქართველოში, ქართულ მიწაზე იმყოფება.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი უერთდება ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას

mkurnali.ge

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" უერთდება "თეთრი ხალათების" კამპანიას, შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების გამო და თანადგომას უცხადებს ბატონ ვაჟასა და მის ოჯახს. იმედს ვიტოვებთ, რომ დროულად მოხდება ბატონი ვაჟას გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან❗

mkurnali.ge

გალაქტიონ მახვილაძის კლინიკა GMC ჩვენი კლინიკა უერთდება ექიმების საერთო სოლიდარობის - "თეთრი ხალათების" აქციას. თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს!

Freedom For Doctor Vaja!

mkurnali.ge

პი ეს დენტალი " პი ეს დენტალი"-ს გუნდი უერთდება "თეთრი ხალათების"

აქციას და სოლიდარობას უცხადებს უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას .

mkurnali.ge

"მკურნალის" რედაქცია უერთდება ქართველი ექიმების მოთხოვნებს: ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან!