/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობა

სისხლდენა ბავშვებში ტრავმების დროს

სისხლდენა ბავშვებში ტრავმების დროს
სისხლდენა, ჩვეულებრივ, ვითარდება ჭრილობის ან დაბეჟილობის შედეგად.

როდესაც ჭრილობიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში სისხლი მოდის, ეს მის ბუნებრივ გასუფთავებას უწყობს ხელს და დაბინძურებას აცილებს. მცირე სისხლდენა, ძლიერი სისხლდენისგან განსხვავებით, საშიში არ არის. თუმცა, ხელიდან ან ფეხიდან სისხლდენის სწრაფად გასაჩერებლად დაზიანებული კიდური უნდა ავწიოთ ზევით, ჭრილობა წინასწარ დავბანოთ. დაწოლილ ბავშვს კიდურის ქვეშ რამდენიმე ბალიში უნდა დავუდოთ. თუ სისხლდენა არ ჩერდება, ჭრილობაზე სტერილური დოლბანდი მოათავსეთ და დამწოლი ნახვევი დაადეთ.

ჭრილობა უნდა დაბანოთ სუფთა წყლითა და საპნით, ან დაამუშაოთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით, ან უბრალოდ დაზიანებული ადგილი ცივი წყლის ნაკადის ქვეშ მოათავსებინოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც ჭრილობის გასუფთავებასა და სისხლდენის შეჩერებაში დაგვეხმარება. არაა რეკომენდებული ჭრილობის იოდით დამუშავება.

ძლიერი სისხლდენისას აუცილებელია კიდურის ზევით აწევა და მასზე რამდენიმე ფენად დაკეცილი სუფთა ნაჭრის ან დოლბანდის მოთავსება, რომელიც არ უნდა მოაშოროთ ჭრილობას მაშინაც კი, როდესაც საფენი სისხლით გაიჟღინთება. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი დოლბანდის ტამპონი ან ნაჭერი უნდა დაადოთ. განსაკუთრებით ეს ეხება მუცელზე ან ბარძაყზე არსებულ ჭრილობას. სისხლდენის შეჩერების შემდეგ უნდა გავასუფთაოთ ჭრილობა და დამწოლი ნახვევი გავაკეთოთ, რომელიც მჭიდროდ დაეჭირება მას და გააჩერებს სისხლდენას. თუ ასეთი ნახვევის დადების შემდეგაც არ შეჩერდება სისხლდენა, დავაჭიროთ ტამპონი, მით უფრო, რომ სისხლდენათა უმეტესობა შეიძლება შევაჩეროთ ჭრილობაზე ხელის უბრალო დადებით. თუ სისხლი ძლიერი ნაკადით მოედინება, დაადეთ ლახტი დაზიანებულ კიდურზე, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ მისი მოხსნა აუცილებელია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ლახტის ფუნქციით შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი პირსახოცი, თოკი, თასმა და ა.შ. ლახტი ედება ჭრილობის ზევით. თუ სისხლი ღია ფერისაა, ის არტერიულია, მუქი სისხლი კი ვენური სისხლია და ლახტი ჭრილობის ქვევით უნდა დავადოთ.

ბრონქიტის შინ მკურნალობის შესახებ

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი ჩემი 10 წლის შვილი როგორც კი ჩაიძინებს საშინლად იოფლება სეზონს არ აქვს მნიშვნელობა.წონა ცოტა ზედმეტი აქვს.კარგად იცის გახვევა გადასაფარებელში მარტო ცხვირი და თვალები უჩანს ხოლმე და ამას ვაბრალებდი.მერე სადღაც წავიკითხე რომ საყურადღებოა და შემეშინდა.ბრეტელებიან მაისურში მაინც გაიოფლა.ახლა რამოდენიმე დღე დავაწვინე მაისურის და გადასაფარებლის გარეშე და არ აქვს ოფლი ანუ რაიმე პრობლემა რომ ჰქონდეს შიშველი და გადასაფარებლის გარეშეც ხომ გაიოფლებოდა?მადლობა პასუხისათვის.</p>

ბრონქიტი შეიძლება გაციების გართულება იყოს. ძლიერი გაციებისას ყელიდან ინფექცია შეიძლება სხვა სასუნთქ ორგანოებზე გადავიდეს და დაავადებამ განსხვავებული ფორმა მიიღოს. ამ დაავადებას ახლავს ძლიერი ხველა, ზოგჯერ ხმაურიანი. სუნთქვისას ბავშვს აღენიშნება მკერდის არეში შინაგანი ვიბრაციაც, რაც ადვილად შესამჩნევია, თუ მას მკერდზე ხელს დავადებთ.

ბრონქიტი შეიძლება სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდეს. შესაძლებელია პატარას აეწიოს ტემპერატურა, დაეკარგოს მადა, ჰქონდეს მტანჯველი, ძლიერი ხველა. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან მისვლა, რომელიც შესაბამის მკურნალობასა და პროცედურებს დანიშნავს.

ბრონქიტის შინ მკურნალობისას აუცილებელია ბავშვს ფეხები ყოველთვის თბილად ჰქონდეს, რადგანაც ის რეფლექსურად დაკავშირებულია ყელთან და შეიძლება შეამსუბუქოს ხველა. ამისათვის ბავშვისთვის გასაძლებ ტემპერატურამდე გაათბეთ წყალი და 10-15 წუთის განმავლობაში ფეხებზე ცხელი აბაზანა მიაღებინეთ, პერიოდულად დაამატეთ ცხელი წყალი, ტემპერატურის დიდხანს შესანარჩუნებლად. ფეხების დათბილვა შეამსუბუქებს სუნთქვას და დააჩქარებს ბრონქებიდან ნახველის გამოყოფას.

შინ შესაძლებელია თბილი ამოსახველებელი სასმლის ხშირად მიცემაც, მაგალითად, მცენარეთა ნახარშის თაფლით ან რძით. მკერდზე შეიძლება რამდენიმე წუთით თბილი სათბურის დადებაც, რის შემდეგაც ბავშვი უნდა შეახვიოთ თბილი ხაოიანი პირსახოცით ან შარფით. ღამით, ფეხების გასათბობად, უნდა ჩააცვათ წინდები. ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს ხერხემლის გულმკერდის ნაწილისა და გულმკერდის მასაჟიც, ის ათბობს აღნიშნულ სივრცეს და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ცისტური ფიბროზი: რა დაავადებაა და როგორია მისი პროგნოზი
ცისტური ფიბროზი: რა დაავადებაა და როგორია მისი პროგნოზი
ცისტური ფიბროზი (CF) მძიმე, გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად აზიანებს ფილტვებს, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და სხვა ორგანოებს.
სრულად
დუშენის კუნთოვანი დისტროფია: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დუშენის კუნთოვანი დისტროფია: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დუშენის კუნთოვანი დისტროფია (დკდ) გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბიჭებში გვხვდება და კუნთების პროგრესულ სისუსტეს იწვევს.
სრულად
ხელოვნებით თერაპია – შემეცნების, თვითგამოხატვის და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის
ხელოვნებით თერაპია – შემეცნების, თვითგამოხატვის და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის
ადამიანის ჩამოყალიბებისა და ბავშვის განვითარებაში ხელოვნებისა და ხელოვნებით თერაპიის როლზე გვესაუბრება ხელოვნების თერაპევტი შორენა ნუცუბიძე.
სრულად
თავის ტვინის თიაქარი
თავის ტვინის თიაქარი
თავის ტვინის თიაქარი, იგივე ენცეფალოცელე, არის თანდაყოლილი კრანიოცერებრული თიაქარი, თავის ქალასა და თავის ტვინის მანკი, რომლის დროსაც თავის ქალას თანდაყოლილი დეფექტიდან ხდება თავის ტვინისა და მისი გარსების პროტრუზია (გამობურცვა, გამობერვა).
სრულად
შარდის შეუკავებლობა ბავშვებში
შარდის შეუკავებლობა ბავშვებში
ბავშვებში განსაკუთრებით არის გავრცელებული შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობა – ღამის ენურეზი. „ენურეზი“ ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას, შარდის შეუკავებლობას ნიშნავს.
სრულად
აუტიზმის ადრეული ნიშნები – როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს
აუტიზმის ადრეული ნიშნები – როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს
რა მდგომარეობაა და როგორ ვლინდება აუტიზმი, ამ თემაზე გვესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქცევის თერაპევტი, ნინო ხმალაძე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ასეთი გმირ ექიმებზე დგას ქართული მედიცინა! - "თეთრი ხალათების" აქციას არაერთი კლინიკა უერთდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასეთი გმირ ექიმებზე დგას ქართული მედიცინა! - "თეთრი ხალათების" აქციას არაერთი კლინიკა უერთდება

იგი ახალგორში ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ქართველი ექიმის დაკავების შესახებ ოსურმა მედიამ დაწერა და შემდეგ ქართულმა მხარემაც დაადასტურა ინფორმაცია. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას და ცხინვალის სასამართლოში განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება.

გათავისუფლებულებმა განაცხადეს, რომ ერთადერთი რამ, რასაც ოკუპირებული რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილისგან მოითხოვს, არის ის, რომ აღიაროს "საზღვრის გადაკვეთა".

- "ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ. მან უარი განაცხადა რუსულად საუბარზე და თარჯიმანი მოითხოვა"- ჰყვება ღვინიაშვილი.

"სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან. ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებით... " - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

სწორედ მსგავსი გმირი მოქალაქეებზე დგას ქვეყნის ღირსება! ასეთი გმირ ექიმებზე დგას ქართული მედიცინა!

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად "თეთრი ხალათების" აქცია თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ კლინიკების ეზოებში და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ექიმები აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ არის დაკავებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ჩაფიძის გულის ცენტრი: ვუცხადებთ თანადგომას საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილ ვაჟა გაფრინდაშვილს.

ექიმის დაკავება მაშინ, როდესაც ის პაციენტის დასახმარებლად მიემართება, არის ყოველგვარი ადამიანური ღირებულებების უარყოფა.

ვიმედოვნებთ, რომ ცნობილი ქართველი ორთოპედ-ტრამვატოლოგი მალე დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს პროფესიულ საქმიანობას.

გაგუას კლინიკა: გაგუას კლინიკის გუნდი სრული შემადგენლობით, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო და ვიმედოვნებთ დროულად მოხდება უკანონო ტყვეობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქის გათავისუფლება.

კლინიკა ენმედიცი: კლინიკა "ენმედიცი" მხარდაჭერას უცხადებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებულ ცნობილ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა იმის გამო დასაჯეს რომ ის თავის პროფესიულ ვალდებულებას ასრულებდა თავისივე ქვეყანაში.

ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიული არხების ზეწოლით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებულ ექიმს მალე გაათავისუფლებენ.

"ავერსი": "თეთრი ხალათების" აქციას შეუერთდნენ კომპანია "ავერსის" კლინიკებიც.

"თეთრი ხალათების" აქციას, რომელიც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა, ავერსელი ექიმებიც შეუერთდნენ. ერთად დგომით აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება გააპროტესტეს.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს "ავერსის კლინიკის", აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის, "ახალი სიცოცხლისა" და ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" ექიმებმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სანახავად მიდიოდა, როდესაც ოკუპანტებმა დააკავეს. ამჟამად ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და კატეგორიულ უარს აცხადებს, საზღვრის გადაკვეთა აღიაროს. მისი თქმით, საქართველოში, ქართულ მიწაზე იმყოფება.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი უერთდება ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას

mkurnali.ge

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" უერთდება "თეთრი ხალათების" კამპანიას, შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების გამო და თანადგომას უცხადებს ბატონ ვაჟასა და მის ოჯახს. იმედს ვიტოვებთ, რომ დროულად მოხდება ბატონი ვაჟას გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან❗

mkurnali.ge

გალაქტიონ მახვილაძის კლინიკა GMC ჩვენი კლინიკა უერთდება ექიმების საერთო სოლიდარობის - "თეთრი ხალათების" აქციას. თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს!

Freedom For Doctor Vaja!

mkurnali.ge

პი ეს დენტალი " პი ეს დენტალი"-ს გუნდი უერთდება "თეთრი ხალათების"

აქციას და სოლიდარობას უცხადებს უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას .

mkurnali.ge

"მკურნალის" რედაქცია უერთდება ქართველი ექიმების მოთხოვნებს: ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან!