გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში

გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
ექიმი შენთან - ამ მესიჯით 30 ოქტომბერს პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ახალი, ინოვაციური პროდუქტია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, აპლიკაციის დახმარებით მოძებნოს, შეარჩიოს, დაუკავშირდეს სასურველ ექიმს და შეუთანხმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში: გამოიძახოს ექიმი სახლში, ანდა სულაც სატელეფონო ან ვიდეო რჩევა მიიღოს.

REDMED რადიკალურად ცვლის ექიმთან ვიზიტის კონცეფციას, რაც დღეს საკმაოდ რთულად მოსაგვარებელი პროცესია. მომხმარებლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალ ექიმებზე და ცდილობენ სასურველი სპეციალობის
ექიმს ნაცნობების დახმარებით მიაკვლიონ. ახლა კი მათ უკვე შეუძლიათ მარტივად, REDMED-ის აპლიკაციით მოძებნონ და შეარჩიონ სასურველი პროფილის ექიმი.

REDMED-ში მომხმარებელს მარტივად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფილის ექიმებზე, დეტალურად გაეცნოს მათ კომპეტენციას და სხვა მომხმარებლის შეფასება/კომენტარებს. თითოეულ ექიმს აქვს თავისი რეიტინგი, რომელიც პაციენტის შეფასებების მიხედვით განისაზღვრება,
რაც ახალ მომხმარებელს უმარტივებს არჩევანს.

დღეს ბრენდის მთავარი გამოწვევაა დაბრკოლების გარეშე დააკავშიროს მომხმარებელი კომპეტენტური ექიმებთან და გაამარტივოს ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. REDMED-ის მომსახურება განსაკუთრებით კომფორტულია იმ ქართველებისთვის, რომლებიც საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ.

ახალი ციფრული პლატფორმა განსაკუთრებით მოსახერხებელია ექიმებისთვის, რადგან REDMED მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი დრო და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ექიმებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი. ამასთან, REDMED გეგმავს, ექიმებისთვის შექმნას სივრცე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მუდმივად განვითარდნენ, აიმაღლონ ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია.

ამ ეტაპზე REDMED სამი სახეობის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა მომავალში ბევრი საინტერესო, ინოვაციური და განსხვავებული სამედიცინო სერვისების დამატებას გეგმავს, რაც მომხმარებელს ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაუმარტივებს.

REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით https://redmed.ge/download, ასევე ვებგვერდით: https://redmed.ge.

(R)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
9 დეკემბერიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მეორე ტომი
მაკს პლანკის საზოგადოების დემოგრაფიული ინსტიტუტის კვლევებით დამტკიცდა, რომ დაბალი შემოსავალი სიკვდილის რისკს ზრდის.
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად