ურეაჟი - მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი კოსმეტოლოგიური ბრენდი უკვე საქართველოშია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურეაჟი - მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი კოსმეტოლოგიური ბრენდი უკვე საქართველოშია

Art House-ში ჩატარდა დერმატოლოგების სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ცნობილი ფრანგული კოსმეტოლოგიური ბრენდის „ურეაჟი“ პროდუქციის გაცნობას. ურიაჟის პროდუქტებზე ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ურიაჟის საერთაშორისო ტრენერმა კატერინ გილოტინმა .

ურეაჟი საფრანგეთის ალპებში მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც მდიდარია თერმული წყლებით. ურეაჟის თერმული წყლების ისტორია 2000 წლის წინ დაიწყო რომაელი ჯარისკაცებით. ისინი პირველები იყვნენ, რომლებმაც ურეაჟის წყალი სამკურნალოდ გამოიყენეს. 1823 წელს ჩამოყალიბდა ურეაჟის თერმული ცენტრი, რომელიც საფრანგეთის სამედიცინო ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

მსოფლიოში ცნობილ ბრენდ ურეაჟს რა განასხვავებს კონკურენტებისაგან?

ურეაჟის საერთაშორისო ტრენერი კატერინ გილოტინი - „მთავარი განსხვავება ურეაჟსა და ბაზარზე დღესდღეისობით წარმოდგენილ სხვა ბრენდებს შორის არის მაღალკონცენტრირებული, აქტიური ნივთიერებებით ყველაზე მდიდარი თერმული წყალი, რომელსაც შესაბამისად ბევრად მეტი ბუნებრივი თვისება აქვს, ვიდრე იმ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყნება ჩვენს კონკურენტ ბრენდებში.

mkurnali.ge

ეს როგორ აისახება კანის მდგომარეობაზე, რამდენად კომფორტული და სასიამოვნოა მომხმარებლისთვის?

ურეაჟის თერმული წყლის მთავარი უპირატესობა მისი იზოტონურობაა, რაც უზრუნველყოფს კანის კომფორტს. ურეაჟის თერმულ წყალში მინერალების იგივე კონცენტრაციაა და ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჩვენი კანი. ეს არის ძირითადი თვისება, რაც ჩვენს ბრენდს სხვებისგან გამოარჩევს. ამდენად ჩვენი კანი უკეთ იღებს ამ ბუნებრიობას.

თერმული წყლის გაფილტვრა ხდება ქალაქ ურეაჟის ირგვლივ მდებარე მთებში, 75 წლის განმავლობაში. იგი ამ დროის მანძილზე მდიდრდება ბუნებრივი ნივთიერებებით. ეს არის ბაზარზე ყველაზე აქტიურად გამოყენებული თერმული წყალი. მას აქვს დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი, დამარბილებელი თვისებები. იგი აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას, იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან და აბალანსებს კანის მიკროფლორას.

ურეაჟის პროდუქცია ძირითადად მცენარეულ კომპონენტებს შეიცავს, თუმცა თანამედროვე ბიოტექნოლოგიური გზით მიღებულ დაპატენტებულ იგრედიენტებსაც ვიყენებთ.

ბაზარზე გასაყიდად გასულ თითოეულ პროდუქტზე ძალიან ბევრი კლინიკური კვლევა ტარდება, რათა პროდუქციის ეფექტურობა, კარგი ამტანობა, ორგანიზმის მიერ მიმღებლობა დავამტკიცოთ კვლევების საფუძველზე.

ალერგიული რეაქციები გამორიცხულია?

ვერასოდეს ვიტყვით დაზუსტებით ექნება თუ არა ვინმეს ამა თუ იმ კომპონენტზე ალერგია, მაგრამ ჩვენ არ ვიყენებთ ალერგიულ ზეთებს. ურეაჟის პროდუქცია მაქსიმალურად ჰიპოალეგიულ კომპონენტებს შეიცავს და ამდენად ჯერჯერობით ალერგიის შემთხვევა არ გვქონია.

ურეაჟს აქვს იმდენი ხაზი, რამდენიც საჭიროა მთელი ოჯახისათვის კანის ტიპის, ასაკის, სქესისასა და დერმატოლოგიური პრობელემის მიუხედავად. ჩვენ გვაქვს სპეციფიური პროდუქცია თითოეული ტიპის კანისა და ასაკისათვის.

ეს არის გლობალური ბრენდი მთელი ოჯახისათვის ნებისმიერი ტიპისა და პათოლოგიის კანისათვის“.

დერმატოლოგი სოსო კობახიძე - „ საქართველოს ბაზარზე რამოდენიმე სახის, სხვადასხვა მინერალიზაციის თერმული წყალია მოწოდებული, რომელთაც ნოზოლოგიიდან გამომდინარე ვიყენებთ. ურეაჟი სხვა თერმულ წყლებთან შედარებით უფრო მინერალიზებულია.

სასიხარულოა, რომ ურეაჟის პროდუქცია, ის რაც ევროპელი მომხმარებლებისა და ექიმებისათვის არის ხელმისაწვდომი, სრული სპექტრით იქნება წარმოდგენილი საქართველოში.

ურეაჟი მთელი ოჯახისთვის კომფორტულად გამოსაყენებელი პროდუქციაა, რომლებიც სარეცეპტო პრეპარატებთან ერთად, ან შემდგომ გამოყენებისას სრულყოფილ შედეგს იძლევა.

mkurnali.ge

ალერგოლოგი, პედიატრი ბიძინა კულუმბეგოვი - ატოპიური დერმატიტის მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამატენიანებელი ხაზები. ატიპიური დერმატიტის მკურნალობა მოიცავს სტეროიდული (ჰორმონული) და არაჰორმონული საშუალებების გამოყენებას. პაციენტს დიდი რაოდენობით ჰორმონული მალამოები რომ არ დასჭირდეს, განსაკუთრებით ბავშვებს (რადგანაც ატოპიური დერმატიტი ძირითადად ბავშვის დაავადებად მოიაზრება), აუცილებელია დამატენიანებელი საშუალების გამოყენება. მრავალი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ დამატენიანებელი საშუალებების ყოველდღიურად, 1-2-ჯერ მოხმარება პაციენტისთვის სტეროიდული საშუალებების საჭიროებას თითქმის 50%-ით ამცირებს. წინა პლანზე მოდის საკითხი თუ რომელი დამატენიანებელი საშუალება გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა იგი უნდა იყოს ხაზგასმით მაღალი ხარისხის, ჰიპოალერგიული, არ უნდა შეიცავდეს პარფიუმს, პრეზერვანტებს ანუ შემავსებლებს და ალერგიის ანუ კონტაქტურ დერმატიტის გამოიწვევ ნივთიერებებს. ასეთი პროდუქტი ბევრია და ერთ-ერთი მათგანი არის ურეაჟი, რომელიც აქტიურად და ფართო სპექტრით გამოჩნდა საქართველოში, რაც უდაოდ მისასალმებელია."

mkurnali.ge

ურეაჟი წამყვან ბრენდებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა და მსოფლიოს 80 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

საქართველოში, ფრანგული კომპანია ურეაჟის ექსკლუზიურ პარტნიორს წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანია „გეფა“.

R