ფარმაცევტულმა კომპანია "არტფარმამ" სამედიცინო სფეროს „ბიოპრონ 9 პრემიუმი” წარუდგინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარმაცევტულმა კომპანია "არტფარმამ" სამედიცინო სფეროს „ბიოპრონ 9 პრემიუმი” წარუდგინა

წარუდგინა 25-26 ოქტომბერს, ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ საზოგადოებას ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი, „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ წარუდგინა. ბრენდი უკვე 20 წელია ინარჩუნებს უპირობო ლიდერობას ცენტრალურ ევროპაში.

mkurnali.ge

ეს არის N1 პრობიოტიკი მულტიშტამური შემადგენლობით, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მაღალი პროფილით, რომელიც ევროპის წამყვან გასტროენტეროლოგებთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

ორდღიან კონფერენციას სასტუმროები „ბილტმორი“ და „ჰოლიდეი ინნი“ მასპინძლობდნენ. ევროპიდან მოწვეულ სტუმრებთერთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ პედიატრები, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთა, გასტროენტეროლოგთა, ინფექციონისტთა და ენდოკრინოლოგთა სფეროს წარმომადგენლები.

mkurnali.ge

ღონისძიება გახსნა „არტფარმას“ დირექტორმა, ლიკა ლობჟანიძემ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ვალმარკის მარკეტინგის დირექტორი, ჯირი მალატი; მედიცინის დოქტორი, გასტროენტეროლოგი, Euroops-ის შემსწავლელი ჯგუფისა და ევროპის გასტროენტეროლოგთა ნაციონალური ასოციაციის წევრი, მარტინ ლიბერდა; პედიატრი, მედიცინის დოქტორი, თემურ მიქელაძე და საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, მადონა ჯუღელი.

mkurnali.ge

ღონისძიების პირველი დღე პედიატრიას დაეთმო. თემურ მიქელაძემ მიკრობიოტაზე და იმუნომოდულაციაზე ისაუბრა. მარტინ ლიბერდამ კი ორგანიზმის ჯანსაღ, ფიზიოლოგიურ ფუნქციობაში მიკრობიომის როლი და თანამედროვე რეკომენდაციები განიხილა. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ბავშვის (მოზარდის) ორგანიზმში ბაქტერიების დაბალანსებული ოდენობით არსებობის აუცილებლობაზე, მის გავლენაზე და პედიატრიაში ბიოპრონ 9 პრემიუმის გამოყენების მნიშვნელობაზე.

mkurnali.ge

ღონისძიების მეორე დღეს მონაწილეებმა იმსჯელეს ორსულობა-ლაქტაციის დროს და ზრდასრულ ასაკში, ქალბატონების ორგანიზმში ბაქტერიების დაბალანსებული ოდენობით არსებობის მნიშვნელობასა და მათი აღდგენის აუცილებლობაზე;

ასევე, კვლევებით დადასტურებულ ინოვაციურ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახასიათებს ბიოპრონ 9 პრემიუმს უროგენიტალური სისტემის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის სქემაში.

mkurnali.ge

სინბიოტიკური საშუალებების დახმარებით გინეკოლოგიურ პათოლოგიათა პრევენციისა და მკურნალობის ახლებური ხედვის შესახებ ისაუბრა ქალბატონმა მადონა ჯუღელმა.

ბიოპრონ 9 პრემიუმის სრულყოფილი შემადგენლობა წარმოადგენს იდეალურ კომპლექსს დისბიოზისა და ორგანიზმში მიკრობიომის დისბალანსით გამოწვეული სხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის. თითოეულ კაფსულაში ცოცხალი მიკროორგანიზმების 9 შტამია წარმოდგენილი, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გაძლიერებულ კოლონიზაციას უზრუნველყოფს.

mkurnali.ge

პროდუქტი რეკომენდებულია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან, ორსულობის, ლაქტაციისა და დიაბეტის დროს. “ბიოპრონ 9 პრემიუმი” არის სრულიად უსაფრთხო და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ 2014 წელს დაარსდა და მისი მიზანია თანამედროვე, ევროპაში აპრობირებული სტანდარტების დანერგვა საქართველოში დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის კუთხით.

R