„ჯანმრთელობის ბარათი” ჰოთსეილისგან - იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

„ჯანმრთელობის ბარათი” ჰოთსეილისგან - იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად

„ჯანმრთელობის ბარათი” ჰოთსეილისგან - იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად
"ჰოთსეილი" ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულების განვითარებას იწყებს და მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯანმრთელობის ბარათის" შედგენისას ფაქტობრივად, სრულად მოხდება მომხმარებელის ინტერესების გათვალისწინება. ამ ეტაპზე ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია 30-ზე მეტი კომპლექსური შეთავაზების - "ჯანმრთელობის ბარათის" შეძენა, უახლოეს მომავალში კი მათი რაოდენობა 5-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება.

"ყველაზე ძვირფასი, ვინც ჩვენ გვყავს, ჩვენი მომხმარებელია, ხოლო ჩვენი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე სასიამოვნო და საამაყო საქმეა, თან ისე,რომ მათ მნიშვნელოვანი თანხის გონივრულად დაზოგვის შესაძლებლობა მივცეთ! - ამბობს "ჰოთსეილის" გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გორდულაძე.

"ჯანმრთელობის ბარათი" შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე და ამასთან, მნიშვნელოვნად დაზოგოს თანხა.

"საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ყველა ოჯახი საკუთარი ხარჯების 12,5%-ს ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართავს. უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც ბევრ პრევენციულ პროცედურას და დაავადების მკურნალობის ხარჯებს ფარავს, თუმცა მაინც რჩება ძალიან დიდი
ნაწილი, რომელსაც ჩვენ ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ. იმ შემთხვევაშიც კი, სადაც ჯანმრთელობის დაზღვევა გვაქვს, არსებობს ლიმიტები, რომელსაც მუდმივად ყურადღების მიქცევა ესაჭიროება.

სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი პროდუქტი "ჯანმრთელობის ბარათი", რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მომხმარებელს იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე და ამავდროულად, დაზოგოს გონივრულად. უმეტეს შემთხვევაში "ჯანმრთელობის ბარათის" შეძენის დროს, თქვენ შეიძენთ კომპლექსურ მომსახურებას ჩვენი პარტნიორი სამედიცინო ორგანიზაციებისგან. კომპლექსური შეთავაზების შედგენაზე ერთობლივად მუშაობენ პროფესიონალები ჩვენი და სამედიცინო დაწესებულების გუნდიდან, რომლებიც პირველ რიგში ითვალისწინებენ მომხმარებლის მოთხოვნას სამედიცინო მომსახურებაზე, დემოგრაფიას, გეოგრაფიას, სეზონურობას და შესაბამისად, აერთიანებენ ხშირად გაწევად პროცედურებს", - აღნიშნავს "ჰოთსეილის" დირექტორი, თათული ზაკალაშვილი.

საქართველოს ვებ სივრცეში "ჰოთსეილი" თავისი ბიზნეს მოდელით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საპრომოციო გვერდია. პარტნიორი კომპანიები მეტი ცნობადობის და ლოიალური მომხმარებლის მოსაპოვებლად თანამშრომლობენ მასთან და აღწევენ უნიკალურ შედეგებს. თუმცა "ჰოთსეილის" მისია და დანიშნულება ქვეყანაში დანაზოგების სტიმულირება და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა. ამ მისიის შესრულების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს კომპანიის გუნდი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულების განვითარებას.

"დღეს ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია 30-ზე მეტი კომპლექსური შეთავაზების - "ჯანმრთელობის ბარათის" შეძენა, უახლოეს მომავალში კი "ჯანმრთელობის ბარათების" რაოდენობა 5-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება. პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებს ძალიან დიდი სიფრთხილით ვარჩევთ და თანამშრომლობის შემდეგ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, რათა ჩვენმა მომხმარებელმა საუკეთესო ხარისხის მომსახურება მიიღოს. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად", - განმარტავს მომხმარებელზე ზრუნვის სამსახურის ხელმძღვანელი ლანა წურწუმია.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ ახალ ცენტრში პაციენტებს
ექიმი-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს გაიტაცეს.
დასავლეთ საქართველოს ინტერვეციული ცენტრის (ქუთაისი) ექიმები ვიდეო მიმართვას ავრცელებენ.
ექიმი შენთან - ამ მესიჯით 30 ოქტომბერს პირველი ქართული სამედიცინო
სამედიცინო ტექნოლოგია და აღჭურვილობა, ლაბორატორია და დიაგნოსტიკა, ფარმაკოლოგია, საავადმყოფოები
კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი ბებიაშვილი,
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად