გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ექიმი, მეან-გინეკოლოგი პალიკო კინტრაია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ექიმი, მეან-გინეკოლოგი პალიკო კინტრაია

▪️ ჩაჩავას კლინიკამ და სრულიად საქართველოს საზოგადოებამ უმძიმესი დანაკლისი განიცადა. დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ბატონი პალიკო კინტრაია - ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა მიუძღვნა ქალის, ნაყოფის და ახლშობილის ჯანმრთელობის დაცვის საქმეს.

▪️ბატონი პალიკო გახლდათ გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მეანობა-გინეკოლოგიის პატრიარქი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამედიცინო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალი აკადემიის და საზოგადოების წევრი, წლების მანძილზე აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

▪️პროფესორ პ. კინტრაიას გამოქვეყნებული აქვს 200 მდე სამეცნერო შრომა, მათ შორის 14 გამოგონება. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია 40 საკანდიდატო და 12 სადოქტორო დისერტაცია.

▪️ დიდია პროფესორ პალიკო კინტრაიას დამსახურება საქართველოში, მეან გინეკოლოგთა ახალი თაობების აღზრდაში, როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკოს ექიმთა მომზადების საქმეში. დღეს საქართველოს ყველა კუთხეში მის მიერ აღზრდილი მეან-გინეკოლოგები უძღვებიან ამ ურთულეს საქმეს.

▪️ ბატონმა პალიკო კინტრაიამ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქვეყნის გამორჩეულ შვილთა შორის. მისი ცხოვრება ღირსეული მაგალითია თუ როგორ უნდა ემსახურო დარგს, მეცნიერებას, თაობების აღზრდას, როგორ უნდა იცხოვრო, რომ ჩაუყარო საფუძველი ქვეყნის უკეთეს მომავალს.

უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მარადიულ სასუფეველში.

"მკურნალის" რედაქცია სამძიმარს უცხადებს საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას, გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და პაციენტებს.