გრიპის რომელი ვირუსები შემოგვიტევს 2019 წელს და რა პროგნოზს აკეთებენ ეპიდემიოლოგები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

გრიპის რომელი ვირუსები შემოგვიტევს 2019 წელს და რა პროგნოზს აკეთებენ ეპიდემიოლოგები

გრიპის რომელი ვირუსები შემოგვიტევს 2019 წელს და რა პროგნოზს აკეთებენ ეპიდემიოლოგები
გასული ზამთრის პანიკა გრიპის ეპიდემიასთან დაკავშირებით ჯერაც კარგად გვახსოვს,
ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად ემზადება ახალი სეზონისათვის და პროფილაქტიკურ აცრებს იტარებს.

ბევრს აინტერესებს, ვირუსის კერძოდ რომელი შტამები გავრცელდება წელს და რა კომპონენტებს შეიცავს წლევანდელი ვაქცინა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, გავრცელდება ძირითადად 4 შტამი: "კანზასი" (А/H3N2) "ბრისბენი" (А/H1N1), "კოლორადო" (მიეკუთვნება B/Victoria-ს შტოს) და "ფხუკენი"(მიეკუთვნება B / Yamagata-ს შტოს).

საინტერესოა ასევე, როგორი იქნება წლევანდელი ეპიდსეზონის თავისებურებები.

რისკ-ჯგუფში ამჯერად ახალგაზრდებიც იქნებიან.

ეპიდემიოლოგთა პროგნოზის მიხედვით, ავადობის პიკები ტრადიციულად დეკემბერში და 2020 წლის იანვრის ბოლოს იქნება.
ამ ოთხიდან ჩვენთვის მთავარ პრობლემებს შექმნის "კანზასი" და "ბრისბენი". წლევანდელი სეზონიც არ იქნება მარტივი, თუკი დროულ ვაქცინაციას არ მივმართავთ.

ვირუს "კანზასის" ინტენსიური გავრცელების შემთხვევაში გართულებები და ლეტალური შემთხვევები ძირითადად ასაკოვან ა
დამიანებშია მოსალოდნელი.
"ბრისბენი" კი ბავშვებში, შრომისუნარიან მოსახლეობაში, ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, ბრონქული ასთმა, სიმსუქნე და სხვა) მქონეებსა და ორსულებში შექმნის რისკებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდეგ 2-3 კვირაა საჭირო იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად, ამიტომ ნოემბრის დასაწყისისთვის მაინც უნდა იზრუნოთ ვაქცინაციაზე.

წყარო: WHO


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
სამედიცინო ტექნოლოგია და აღჭურვილობა, ლაბორატორია და დიაგნოსტიკა, ფარმაკოლოგია, საავადმყოფოები
კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი ბებიაშვილი,
31 ოქტომბერს, საქართველოში ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის „გეფას“ ორგანიზებით,
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად